15:46 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-21 17:24:44, 2454 ნახვა

ეკონომიკა
ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის წესი დამტკიცდა და შესაბამისი ვებგვერდი ამოქმედდა

ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის წესი ამოქმედდა და მათი წარდგენის ვებგვერდი ამუშავდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანებით, დამტკიცდა „სუბიექტების მიერ ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის, მესამე კატეგორიის საწარმოს მიერ ფინანსური ანგარიშგების გამარტივებული სახით წარდგენის, წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების, ანგარიშგების პორტალის სტრუქტურისა და მომხმარებელთა რეგისტრაციის წესი", რომელშიც დეტალურად არის მოცემული სუბიექტების მიერ ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის სამსახურისთვის ელექტრონულად წარდგენის პროცესი და ასევე წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესები.

ბრძანების შესაბამისად, ამოქმედდა ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის წარდგენის ვებგვერდი  - https://eservices.rs.ge/.

წესის მიხედვით, ანგარიშგებების წარდგენის პროცესი მოიცავს სუბიექტის შესახებ ზოგადი ინფორმაციის ასახვას (ინფორმაციის უმეტესი ნაწილი ავტომატურად აისახება საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზიდან), ფინანსური ანგარიშგების ფორმების ელექტრონულად შევსებასა და ანგარიშგებებისა და აუდიტორული დასკვნის ატვირთვას. სუბიექტის მიერ წარდგენილ ინფორმაციას ელექტრონული ფორმით ადასტურებს აუდიტორი, რაც მაქსიმალურად სანდო ანგარიშგებების განთავსებას ისახავს მიზნად.

სუბიექტების მიერ ატვირთული ანგარიშგებები გასაჯაროვდება ანგარიშგების პორტალზე და ნებისმიერი რეგისტრირებული მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ანგარიშგებებთან ერთად, პორტალზე ასევე განთავსდება ზემოაღნიშნული ზოგადი ინფორმაცია სუბიექტის შესახებ, რაც ფინანსური გამჭვირვალობის ზრდასა და მომხმარებლისთვის სუბიექტის შესახებ ერთიანი სურათის შექმნას ემსახურება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics