|
2017-09-21 16:12:52, 2294 ნახვა
ეკონომიკა
რობერტ ლოუსონი საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის პროცესს დადებითად აფასებს
ფრეიზერის ინსტიტუტის (Fraser Institute) „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგის ერთ-ერთი ავტორი, პროფესორი რობერტ ლოუსონი საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და ეკონომიკურ სისტემას დადებითად აფასებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, რობერტ ლოუსონმა დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეხვედრა გამართა, სადაც საქართველოს ეკონომიკური რეფორმების დღის წესრიგის რამდენიმე მთავარი თემა განიხილეს. ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური რეფორმების სამმართველოს უფროსის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც საუბარი წარიმართა საქართველოს ეკონომიკური რეფორმების დღის წესრიგის რამდენიმე მთავარი თემის გარშემო, მათ შორის იყო საჯარო-კერძო პარტნიორობის საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება, საპენსიო რეფორმა, კაპიტალის ბაზრის რეფორმა, გადახდისუუნარობის რეფორმა და სხვა. „შევთანხმდით, რომ ეს რეფორმები ძალიან მნიშვნელოანია საქართველოში ბიზნესის კეთების კიდევ უფრო გამარტივებისა და ეფექტიანობის თვალსაზრისით. შეხვედრამ მოგვცა საშუალება, რომ ეკონომიკის იმ მიმართულებების იდენტიფიცირება მოგვეხდინა, სადაც კიდევ არსებობს ბიზნესის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული რეფორმების განხორციელების პოტენციალი“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა. ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტის, პაატა შეშელიძის შეფასებით, მნიშვნელოვანი იყო, რომ სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლებთან მომხდარიყო განხილვა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ ინდექსში ჩვენი ქვეყნის დაწინაურებისთვის. „ვფიქრობ, შეხვედრაზე იყო ერთსულოვნება, რომ ეს მნიშვნელოვანი საქმეა. გამოითქვა თანამშრომლობის და კოოპერაციის ინტერესი, რაც მე მახარებს, რადგან ეკონომიკური თავისუფლება, საბოლოო ჯამში, მხოლოდ პირველი და მეორე ადგილი კი არ არის, არამედ რეალური გავლენაა ყოველდღიურ ცხოვრებაზე“, - განაცხადა შეშელიძემ.
(NS)
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)