|
2017-09-14 13:20:44, 2255 ნახვა
ეკონომიკა
აშშ საქართველოს დამატებით დაახლოებით 20 მლნ აშშ დოლარის ოდენობის დახმარებას გამოუყოფს
ამერიკა საქართველოს დამატებით დაახლოებით 20 მლნ აშშ დოლარით დაეხმარება. არსებულ საგრანტო შეთანხმებებში შესული შესაბამისი ცვლილებები განიხილეს დღეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა დუგლას ბოლმა შეხვედრაზე, რომელიც ფინანსთა სამინისტროში გაიმართა. შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს მთავრობასა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებისთვის. მისი თქმით, ის დახმარება, რომელიც საქართველომ 1992 წლიდან მიიღო უშუალოდ USAID-ის გავლით, 1,5 მლრდ აშშ დოლარზე მეტია, ხოლო აშშ-დან - 4 მლრდ აშშ დოლარზე მეტი. განახლებული შეთანხმებები მოიცავს საქართველოსთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“, „დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა“ და მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოება“. შეთანხმებების ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები, რომლებიც მიმართული იქნება ბიზნეს სტანდარტების საყოველთაო დანერგვისა და სხვადასხვა სექტორში კონკურენტუნარიანობის გაზრდისათვის, საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტურად მართვისა და ბაზარზე ორიენტირებული სამუშაო ადგილების შექმნისათვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციისა და ჩართულობის და ადამიანის უფლებათა დაცვისათვის. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)