|
2017-09-11 07:32:50, 2306 ნახვა
ეკონომიკა
„ტერაბანკის“ ვაკის ფილიალი განახლდა
დღეს ფინანსური სახლის კონცეფციის მიხედვით ტერაბანკის კიდევ ერთი ფილიალი განახლდა. ვაკის ფილიალმა შეიცვალა ადგილმდებარეობა და უკვე დღეიდან საბანკო მომსახურების მიღება სახლის მსგავს გარემოში ჭავჭავაძის გამზირზე, 33 ნომერში შეგიძლიათ. „ჩემი ფინანსური სახლი“ - ეს არის ტერაბანკის საკომუნიკაციო მესიჯი. სწორედ ამიტომ, ბანკში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მომხმარებლებმა სწრაფი და მაღალი ხარისხის საბანკო მომსახურება კომფორტულ და მყუდრო ფილიალებში მიიღონ. რბილი ავეჯი და თბილი ფერები, ნამდვილად გამოარჩევს ტერაბანკს ჩვეულებრივი საბანკო ოფისებისგან, თუმცა აქ მთავარი თანამშრომელთა მომსახურებაა, რომლებიც ორიენტირებულები არიან მომხმარებლების დროის დაზოგვასა და საბანკო საჭიროებების მაქსიმალურად დაკმაყოფილებაზე. ტერაბანკი უკვე 18 წელია რაც ბაზარზეა, თუმცა ტერაბანკის სახელით მხოლოდ რებრენდინგის შემდეგ პოზიციონირდება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობს საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა ფილიალის ფინანსური სახლის კონცეფციის მიხედვით განახლება. ქსელი ფართოვდება და ემატება ახლებიც.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)