|
2017-09-08 09:08:02, 2631 ნახვა
ეკონომიკა
„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი კომპანია ფართოვდება
„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასმელი წყლის ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანია, შპს „აქვა გეო“ ფართოვდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით კომპანია ახალი საწარმოს აშენებას და უახლესი მანქანა დანადგარებით აღჭურვას გეგმავს. შპს „აქვა გეოს“ ახალი მინერალური საწარმოს ბრენდირებულ პროდუქტს „მინერალური წყალი კობი“ დაერქმევა, რომელიც 2018 წლის ივნისიდან გამოჩნდება ადგილობრივ ბაზარზე. წარმოების მოცულობის ზრდასთან ერთად კომპანია საკუთარი პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს. კომპანიაში ამჟამად 200-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ხოლო ახალი საწარმოს ამოქმედების პირველ ეტაპზე დამატებით 85 ადამიანი დასაქმდება. „აქვა გეო“, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ კობში საწარმოს ააშენებს, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას გულისხმობს. ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 35 მილიონ ლარზე მეტია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის ფარგლებში არაალკოჰოლური სასმელების საწარმოს მშენებლობისთვის კომპანიას ყაზბეგის რაიონის სოფელ კობში მდებარე მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)