09:38 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-08 02:19:34, 2308 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი OECD-ის წარმომადგენელს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ევრაზიის რეგიონის ხელმძღვანელს ბილ თომპსონს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 


შეხვედრას ასევე დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ნიკოლოზ გაგუა და ლაშა ხუციშვილი. 


უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და OECD-ის პარტნიორობის ფართო სპექტრი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდაპროექტებზე, რომელსაც OECD საქართველოსთან თანამშრომლობით ახორციელებს, მათ შორის, საგადასახადო მიმართულებით. აგრეთვე სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. 


პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმასტუმარს საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება და მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმაზე, რომლის მიზანსაც ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. 


შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს და რეგიონში ლიდერის პოზიციას საგადასახადო და ანტიკორუფციული მიმართულებით.


შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ შემდგომი თანამშრომლობის განვითარებისა და პერსპექტიული მიმართულებების გამოვლენის თაობაზე.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics