06:42 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-01 06:31:11, 2601 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ მომსახურების ახალი მოდელის მიხედვით მოწყობილი ფილიალი ბათუმში გახსნა

„საქართველოს ბანკმა“, მომსახურების ახალი მოდელის - „მეტი ურთიერთობის“ მიხედვით მოწყობილი ფილიალი ბათუმში გახსნა.

მ. აბაშიძის 58-ში არსებული ბანკის მთავარი ფილიალის განახლება დასრულდა. ეს საქართველოს ბანკის ახალი მოდელის მიხედვით მოწყობილი რიგით მე-6 ფილიალია, მათ შორის 5 თბილისში ფუნქციონირებს.

საქართველოს ბანკმა მომსახურების ახალი მოდელის, „მეტი ურთიერთობის“ დანერგვის შესახებ მაისში განაცხადა. ახალი მოდელის თანახმად, მომსახურება უშუალოდ მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებს ერგება, მომხმარებელი  მომსახურებას 360° გრადუსით იღებს და მას არ უწევს სიარულში დროისა და ენერგიის ხარჯვა. მომხმარებელს  ნებისმიერი მომსახურების მიღება ბანკის ერთ თანამშრომელთან - ურთიერთობის მენეჯერთან შეუძლია. ახალი მოდელის ფარგლებში, საქართველოს ბანკმა მნიშვნელოვნად განაახლა ფილიალების ფორმატი, სადაც სივრცე რამდენიმე ზონადაა დაყოფილი - მომხმარებლების მომსახურება ხდება როგორც პრივატულ გარემოში, ასევე ე.წ. „co-working“ სივრცეში, სადაც მომხმარებელსა და ბანკის თანამშრომელს პროექტზე მუშაობა ერთობლივად შეუძლიათ.  ახალი ტიპის ფილიალში საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსებული მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ცალკე სივრცეა გამოყოფილი, სადაც მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ხილვა ბანკში შესვლისას ყველას შეუძლია. უფრო კომფორტული გახდა თვითმომსახურების ზონაც, სადაც მეტი ბანკომატი და თვითმომსახურების 

ტერმინალია განთავსებული. შედეგად, ერთდროულად მეტ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა განახორციელოს სასურველი ოპერაციები.

 

®





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics