|
2017-08-04 16:37:15, 3698 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ლატარიის კომპანია საქმიანობას ლოტოს ბოლო გათამაშების შემდეგ შეწყვეტს
საქართველოს ლატარიის კომპანია სექტემბერში, ლოტოს ბოლო გათამაშებისა და მოგების განაღდების პროცედურების დასრულების შემდგომ, საქმიანობას შეწყვეტს. როგორც „ექსპრესნიუსს“ საქართველოს ლატარიის კომპანიაში განუცხადეს, გათამაშებაში მონაწილეობის მიღება 1-ელი სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. კომპანიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული გათამაშებისას მომხმარებლებს მიეცემათ შანსი, სხვადასხვა საპრიზო კატეგორიაში სოლიდური თანხების მფლობელები გახდნენ. „ეროვნულ ლატარიაში ჩართული მონაწილეების ინტერესების გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ საქართველოს ლატარიის კომპანიის გათამაშებებში მონაწილეობის მიღება 2017 წლის 1-ლი სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. „ლოტო 6/36“-ის ბოლო, რიგით 796-ე გათამაშება 1-ლ სექტემბერს ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე, 20 საათსა და 35 წუთზე გაიმართება. აღნიშნული გათამაშებისას მომხმარებლებს მიეცემათ შანსი, სხვადასხვა საპრიზო კატეგორიაში სოლიდური თანხების მფლობელები გახდნენ. კერძოდ, ზემოაღნიშნულ გათამაშებაში ლოტოს საპრიზო, მათ შორის, სარეზერვო ფონდში არსებული თანხები გამარჯვებულ საპრიზო კატეგორიებზე გადანაწილდება და სრულად გათამაშდება. საქართველოს ლატარიის კომპანია, ლოტოს ბოლო გათამაშების ორგანიზებისა და მოგების განაღდების პროცედურების დასრულების შემდგომ, შეწყვეტს საქმიანობას. მონაწილეებს 796-ე გათამაშებისთვის ბილეთების შეძენა 29 აგვისტოს, ლოტოს გათამაშების დასრულების შემდეგ, ონლაინ - ebetting.ge-ს საშუალებით შეეძლებათ, ხოლო 30 აგვისტოდან - ყველა გაყიდვის ობიექტზე, სადაც ლატარიის კომპანიის მანიშნებელია განთავსებული. „ლოტო 6/36“-ისა და ყველა მიმდინარე მომენტალური გათამაშების ბილეთების გაყიდვა 1-ლი სექტემბრის საღამოს, 20 საათსა და 30 წუთზე შეწყდება. „ლოტო 6/36“ ბოლო გათამაშებაში მოგებული თანხის განაღდება შესაძლებელი იქნება 1-ლ ნოემბრამდე; „ლოტო 6/36“-ში მოგებული თანხის განაღდება შესაძლებელია სს ლიბერთი ბანკში და საქართველოს ლატარიის კომპანიის ბეთინგ ცენტრში (მისამართი: მელიქიშვილის ქ.16, თბილისი); მომგებიან ბილეთებში (გადასაფხეკი ბილეთები) მოგების განაღდება შესაძლებელი იქნება 2017 წლის 1-ლ ნოემბრამდე; გასათვალისწინებელია, რომ 100 ლარის ჩათვლით მოგებახვედრილი თანხის განაღდება შესაძლებელი იქნება ლატარიის კომპანიის ჯიხურებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, სს ლიბერთი ბანკში და კომპანიის ბეთინგ ცენტრში, ხოლო 100 ლარზე მეტი თანხის - სს ლიბერთი ბანკში და საქართველოს ლატარიის კომპანიის ბეთინგ ცენტრში (მისამართი: მელიქიშვილის ქ.16, თბილისი)“,-აცხადებენ საქართველოს ლატარიის კომპანიაში.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)