21:11 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-14 16:52:58, 2341 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: „სარფის“ საბაჟო ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია - წლის დასაწყისიდან 66 ათასმა სატვირთომ გადმოკვეთა საზღვარი, 37 ათასი კი გასულია

„სარფის" საბაჟო-გამშვები პუნქტი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის - წლის დასაწყისიდან 66 ათასმა სატვირთო ავტომობილმა გადმოკვეთა სახელმწიფო  საზღვარი, ხოლო 37 ათასი სატვირთო ავტომანქანა გასულია ჩვენი ქვეყნიდან, - ამის შესახებ  განცხადება საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა  „სარფის" საბაჟო-გამშვები პუნქტის დათვალიერების შემდეგ განცხადა.

მისი თქმით, საბაჟო-გამშვები პუნქტი მილიონ 700 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს მოემსახურა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის შემოდგომიდან დაიწყება „სარფის" საბაჟო-გამშვები პუნქტის განახლების პროექტი. „ძალიან მნიშვნელოვანია, საბაჟო-გამშვები პუნქტი იყოს მოწესრიგებული. „სარფის" საბაჟო-გამშვები პუნქტის ინფრასტრუქტურა დღეს გამართულია, მაგრამ აუცილებელია მისი განახლება. აღნიშნული პროცესი 2018 წლის გაზაფხულამდე მთლიანად დასრულდება", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.  

ფინანსთა მინისტრმა პირადად დაათვალიერა საბაჟო-გამშვები პუნქტი, სადაც გაეცნო მგზავრთა ნაკადისა და სატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლას.  

პირველი ვიცე-პრემიერი დაინტერესდა, რამდენად ეფექტიანად ფუნქციონირებს „სარფის" საბაჟო-გამშვები პუნქტი ზაფხულის ტურისტული სეზონიდან გამომდინარე გაზრდილი მგზავრთა ნაკადის პირობებში.

 განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თურქეთის მხარეს, „სარფის" საბაჟო-გამშვები პუნქტის რეკონსტრუქციისას, მგზავრების, ტვირთისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, ქართველი და თურქი მებაჟეების კოორდინაციის საკითხებზე.

როგორც აღინიშნა, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ტრანზიტულ, საექსპორტო და საიმპორტო ტვირთების მოძრაობას ხელი არ შეეშალოს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის რეჟიმმა გადაწყვიტა, 9 მაისამდე მოსკოვში ყველა მობილური კომუნიკაცია ჩაახშოს
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics