21:11 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-12 22:25:19, 2959 ნახვა

ეკონომიკა
„ზედაზენი კრაფტი“ - ქართული ლუდის კომპანიის მორიგი საჩუქარი ლუდის მოყვარულებს

ს.ს „ქართული ლუდის კომპანიამ“ დღეს ახალი ბრენდის „ზედაზენი კრაფტი“-ს პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციაზე მიწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ წარმოების პროცესს დასწრებოდნენ და პირველი ბოთლში  ჩამოსხმული კრაფტ ლუდი დაეგემოვნებინათ.

სიახლე ქართული ლუდის წარმოებაში, ლუდის ხარშვის რენესანსი - სწორედ ასე აფასებს ამერიკელი და ევროპელი ლუდის მხარშველთა ასოციაცია ლუდის ხარშვის იმ მეთოდს, რომელსაც „ზედაზენი“ ახლა უკვე საქართველოში ჩაუყრის საფუძველს.

„ეს არის შემთხვევა, როდესაც ლუდის ხარშვის ხელოვნება, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შემოსავალი“, - აცხადებს ს.ს. ,,ქართული ლუდის კომპანიის’’ წარმოების ხელმძღვანელი დავით ნაზღაიძე.

მისივე თქმით, „ზედაზენი კრაფტი“ არის განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამორჩეული ლუდი. „ლუდი, რომლისთვის სპეციალურად შეირჩა რამოდენიმე სახეობის სვია და ალაო და რომლის შექმნისთვისაც გამოვიყენეთ ხარშვის განსხავებული მეთოდი“.

„მთავარია გქონდეს იდეა, მნიშვნელოვანია შექმნა ინდივიდუალური რეცეპტი და საგულდაგულო შეარჩიო ინგრედიენტები. კარგი ლუდი ყოველთვის უნდა იყოს ცოტა და იქმნებოდეს მხოლოდ მათთვის, ვისაც უყვარს განსაკუთრებული და განსხვავებული გემო“, - ასე განმარტავენ კომპანიაში ახალი ლუდის „ზედაზენი - კრაფტი“-ს შექმნის იდეას.

„დიდხანს ვმუშაობდით ბოთლის დიზაინზე. ვფიქრობ, რომ საოცარი შედეგია. დიზაინში ჩვენ შევიტანეთ ახალი, ტრენდული ელემენტები ისე, რომ კარგად გამოგვეხატა ბრენდის არსი. ვფიქრობ, რომ საინტერესო შედეგი მივიღეთ და ის მომხმარებლისთვის მართლაც გამორჩეული იქნება“, – განაცხადა ”PETEnginnering”-ის უფროსმა დიზაინერმა, ედუარდო ოტერო როდრიგესმა.

„ზედაზენი კრაფტი“ გაყიდვაში დღეიდან ჩაეშვება და დახლებზე 0,33ლ, 0,5ლ 1,0ლ, 2.0ლ და 2,5 ლიტრიანი შეფუთვით იქნება წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, რომ „ზედაზენი“ ბაზარზე 2012 წლიდანაა და ის დღემდე სასმელების ბაზრის ლიდერია. ეს პოზიცია კომპანიამ საკუთარი პროდუქციისა და პოზიციონირების უწყვეტი განვითარებით დაიმსახურა.

ფოტო რეპორტაჟი

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის რეჟიმმა გადაწყვიტა, 9 მაისამდე მოსკოვში ყველა მობილური კომუნიკაცია ჩაახშოს
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics