18:07 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-04 13:20:29, 2383 ნახვა

ეკონომიკა
სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ყატარში ექსპორტზე ქართული პროდუქცია გავიდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის “აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მხარდაჭერის მიმართულების ფარგლებში ქართულმა კომპანია „იუვის ბერის“-მა  (Uvie's berries) ლურჯი მოცვი, პომიდორი,  ქინძი, ოხრახუში, კამა და სხვა სახის მწვანილი ყატარში ექსპორტზე გაიტანა.

მიმდინარე წლის ივნისში ყატარში ახალი ექსპორტიორი ქვეყნების და კომპანიების მოძიების საჭიროება გაჩნდა, რაც განსაკუთრებით საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შეეხო.  ყატარის მსხვილმა კომპანიებმა  საქართველოს საელჩოს ყატარში პოტენციური პარტნიორების იდენტიფიცირებაში დახმარებისთვის მიმართეს. სწორედ ამ მიზნით, სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის ხელშეწყობის დეპარტამენტის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ 100-ზე მეტ კერძო კომპანიას, საქართველოს საელჩოს ყატარში მიაწოდეს ინფორმაცია აღნიშნული შესაძლებლობის შესახებ და გააცნეს ის პირობები და მექანიზმები, რომლითაც სახელმწიფო აქტიურად ეხმარება ქართულ კომპანიებს  საკუთარი პროდუქციის საზღვარგარეთ გატანაში.

სსიპ-ის “აწარმოე საქართველოში“ შეთავაზებამ დიდი ინტერესი გამოიწვია, ვინაიდან მცირე დროში, მოხერხდა ყატარის მხარესთან  რამდენიმე ქართული კომპანიის აქტიური მოლაპარაკებების წამოწყება. როგორც აღვნიშნეთ,  კომპანიამ „იუვის ბერის“-მა ყატართან მოლაპარაკების ფარგლებში წარმატებით გააფორმა კონტრაქტი ყატარის ჰიპერმარკეტების ქსელთან „Lulu”-სთან, სადაც უკვე მოცვის, ბოსტნეულისა და მწვანილის ექსპორტს ახორციელებს. 

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics