|
2017-07-03 12:04:43, 1988 ნახვა
ეკონომიკა
ივნისში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით -0,4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7,1 პროცენტი შეადგინა
2017 წლის ივნისში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით -0,4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7,1 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური. მათივე ცნობით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 1,5 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,45 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-9,0 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-2,1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-1,1 პროცენტი) და ხილი და ყურძენი (-0,9 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2,5 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,17 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (1,3 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (3,6 პროცენტი). წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 9,5 პროცენტით, რაც 2,87 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (33,7 პროცენტი), ხილი და ყურძენი (15,7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (11,0 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (10,4 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5,3 პროცენტი); ტრანსპორტი: ფასები მომატებულია 15,3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,92 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლოატაციაზე (21,0 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (12,9 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (4,6 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 18,2 პროცენტით, რაც 1,18 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (36,8 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (3,0 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 7,4 პროცენტით, რაც 0,66 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (21,3 პროცენტი) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (5,4 პროცენტი).
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)