|
2017-06-30 20:41:51, 2587 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი: მთავრობამ საგადასახადო ადმინისტრირება მნიშვნელოვნად გაამარტივა
"მთავრობამ საგადასახადო ადმინისტრირება მნიშვნელოვნად გაამარტივა",-ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, მთავრობამ, ბიზნესთან აქტიური კონსულტაციის შედეგად, საგადასახადო ცვლილებები მოამზადა, რომლითაც ეკონომიკური საქმიანობის წარმართვა საქართველოში კიდევ უფრო მომგებიანი გახდა. მისივე თქმით, ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო კოდექსის სრულყოფას მომავალშიც განაგრძობს და ამ კუთხით ბიზნეს-საზოგადოებასთან თანამშრომლობას. აღსანიშნავია, რომ საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებით, რომელიც დღეს, პარლამენტმა მიიღო, მნიშვნელოვნად გამარტივდა საგადასახადო ადმინისტრირება. აღნიშნული ცვლილება ეკონომიკური რეფორმის ნაწილია და მიზნად ისახავს საქართველოში ბიზნეს-მეგობრული საგადასახადო გარემოს განვითარებას. ცვლილებების თანახმად: იზრდება საგადასახადო დავალიანების თანხის ზღვარი 5000 - დან 50 000 ლარამდე, რომლის გადახდის 1 წლის ვადით გადავადებაც (გრაფიკის გაკეთება) შესაძლებელი იქნება საგადასახადო ორგანოში უზრუნველყოფის წარდგენის გარეშე. გარდა ამისა, საგადასახადო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა სრულყო საბაჟო პროცედურები და შემსუბუქდა სანქციები. კერძოდ, საბაჟო პროცედურების დარღვევისთვის პირველ შემთხვევაზე ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება შემდეგ შემთხვევებში: ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე წარდგენილ საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანა, საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა,მცირდება სპეციალურ სავაჭრო კომპანიის მიერ საქმიანობის წესის დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა 50 პროცენტიდან 10 პროცენტამდე, საბაჟო საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმა 4000 ლარიდან მცირდება 2000 ლარამდე. ასევე, ნახევრდება ამავე ქმედების განმეორებით ჩადენისათვის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობაც და პირი დაჯარიმდება 12000 ლარის ნაცვლად 6000 ლარით.
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)