|
2017-06-28 13:12:04, 2093 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი გახარია ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრმა იქლილ აჰმად ჰაკიმიმ სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ავღანეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი გახარიამ შეხვედრაზე საქართველოს ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალზე და ასევე, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა, რომელიც ყოველწლიურად იზრდება. შეხვედრაზე, ასევე ქართულ და ავღანურ ბიზნესწრებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. 2017 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, საქართველოსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკას შორის სავაჭრო ბრუნვამ 0,11 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 68%-ით აღემატება. შეხვედრაზე გიორგი გახარიამ აღნიშნა,რომ საქართველოს მთავრობა მზადაა, ეკონომიკური რეფორმების და მიღწევების კუთხით,ავღანეთის მთავრობას გამოცდილება გაუზიაროს. აღსანიშნავია, რომ იქლილ აჰმად ჰაკიმი პირველი ავღანელი მინისტრია, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ავღანეთის ფინანსთა მინისტრი თბილისში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფება. მთავრობის წევრების გარდა,იქლილ აჰმად ჰაკიმიქართული კომპანიების წარმომადგენლებსაც შეხვდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)