16:26 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-28 12:35:09, 2145 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ავღანეთის ფინანსთა მინისტრთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოსა და ავღანეთს შორის ურთიერთობის საკითხები განიხილეს  პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ავღანეთის ფინანსთა მინისტრმა იქლილ ჰაკიმიმ, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებულად გაუსვეს ხაზი ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს. 

უწყების ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა ის მიმართულებები, სადაც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების დიდი პოტენციალი არსებობს, მათ შორისაა, ორმხრივი ვაჭრობა, სატრანსპორტო გადაზიდვები და სხვა. 

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ქართულ კომპანიებს  ავღანეთში აქვთ. 

განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს ისეთი პროდუქციის ავღანეთში ექსპორტი, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, მინერალური წყლები, ხილის წვენები, ტექსტილი, მედიკამენტები, აგრეთვე ფეროშენადნობები და ფერადი ლითონების კონცენტრატები. 

შეხვედრაზე  დიმიტრი ქუმსიშვილმა ავღანელ სტუმარს  საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა და მის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. 

შეხვედრაზე ასევე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სატრანზიტო დერეფნის განვითარების შესაძლებლობაზე, რომლის შემადგენლობაშიც  როგორც საქართველო, ისე ავღანეთი იქნებიან. 

შეხვედრაზე აგრეთვე გაკეთდა ვრცელი პრეზენტაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამედროვე ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებით კი საბაჟო გამშვები პუნქტების შესახებ, სადაც მნიშვნელოვნადაა გამარტივებული საბაჟო პროცედურები, რაც  ყოველივე ხელს უწყობს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას. 

ვიზიტის მსვლელობისას, ავღანეთის ფინანსთა მინისტრი იქლილ ჰაკიმი საქართველოს მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს, რომლის დროსაც საქართველოს აგრო და სამრეწველო სექტორის შესაძლებლობებს გაეცნობა. 

29 ივნისს, ვიზიტის მეორე დღეს, ავღანეთის ფინანსთა მინისტრი იქლილ ჰაკიმი ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებს ეწვევა და მათი საქმიანობას შეისწავლის. 

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
აქციაზე გზის გადაკეტვის გამო 3 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics