|
2017-06-27 17:58:05, 2348 ნახვა
ეკონომიკა
ობიექტების დახურვის შემდეგ, „სმარტის“ თანამშრომლების უმრავლესობა საქმიანობას „კარფურში“ განაგრძობს
Majid Al Futtaim-სა და „ვისოლ ჯგუფს“ შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ ობიექტების ნაწილს ხურავს და მის ნაცვლად ოპერირებას „კარფური“ იწყებს. თუ სად გააგრძელებენ საქმიანობას „სმარტის“ თანამშრომლები, აღნიშნულთან დაკავშირებით „ვისოლ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, რუსუდან კბილაშვილს გავესაუბრეთ. როგორც კბილაშვილმა აღნიშნა, თანამშრომლების უმრავლესობა „კარფურში“ გადავიდა სამუშაოდ, ნაწილი კი, „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილ კომპანიებში დასაქმდა. მისივე თქმით, ორ კომპანიას შორის შეთანხმების ერთ-ერთი პირობა სწორედ ამას ითვალისწინებდა. „როგორც მოგეხსენებათ „კარფურთან“ შეთანხმების შესახებ ერთ-ერთი პირობა ზუსტად ის იყო, რომ თანამშრომლების უმრავლესობა „კარფურში“ გადავიდა, ნაწილი ჩვენთან დარჩა, დიდი ბიზნეს ჯგუფი ვართ და თანამშრომლები ჩვენსავე შვილობილ კომპანიებში დასაქმდნენ, ნაწილი კი მენეჯერულ პოზიციებზე დაწინაურდა. მაგალითად, ვაკის „სმარტის“ თანამშრომელი ახლა ბრენდ დირექტორია დოლიძის კუთხეში მდებარე „ვენდიში“, წარმოების მიმართულებით თანამშრომელი ასევე დაწინაურდა მენეჯერულ თანამდებობაზე. ეს არის რეალობა“,-აცხადებს კბილაშვილი. ცნობისთვის, „სმარტის“ ვაზისუბნის, გლდანის და ვაკის ფილიალები უკვე დაიხურა. ასევე იხურება საბურთალოზე და რუსთაველის გამზირზე მდებარე სუპერმარკეტები. აღნიშნულ ობიექტებზე „კარფური“ ოპერირებას უახლოეს მომავალში დაიწყებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)