|
2017-06-24 10:11:14, 2405 ნახვა
ეკონომიკა
DCFTA-ს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთში მეწარმეებთან და ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესახებ კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპული პროექტის „ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშეწყობა“ ორგანიზებით, ოზურგეთში ადგილობრივ მეწარმეებთან და ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, სადაც მრგვალი მაგიდის ფორმატში DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციის საკითხები განიხილეს, ეკონომიკისა მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ ისაუბრეს DCFTA-ს ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე, სხვადასხვა სახელმწიფო-საგრანტო პროგრამების, DCFTA-ს გამოწვევებისა და პერსპექტივების, DCFTA-ს სანიტარიული და ფიტოსანიტარიული (SPS) მოთხოვნებისა და სხვა საკითხების შესახებ. „დღეს მრგვალი მაგიდის ფორმატში მეწარმეებთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. ჩვენ მათ გავაცანით DCFTA-ით აღებული ვალდებულებები და ის სარგებელი, რომელიც ევროკავშირთან გაფორმებულ შეთანხმებას მოაქვს, ასევე განვიხილეთ მეწარმეებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევები და პრობლემები. ასეთი სახის შეხვედრები სისტემატურად იმართება რეგიონებში და მიზნად ისახავს მეწარმეების ინფორმირების გზით, მათი ჩართულობის უზრუნველყოფას DCFTA-ს განხორციელების პროცესში“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ. სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნოდარ კერესელიძის თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრების დროს ხდება პრობლემების იდენტიფიკაცია, რაც სახელმწიფოს წარმომადგენლებს ეხმარება შესაბამისი პოლიტიკის გატარებაში მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით. „გურიაში მეწარმეებს ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია, განვუმარტეთ სახელმწიფოს როლი და საქმიანობა ამ საქმეში როგორც საკანონმდებლო რეფორმების, ისე კონკრეტული მიზნობრივი პროგრამების კუთხით, რომლებიც ხელს უწყობს წარმოების ეფექტურობასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდას“ - აღნიშნა კერესელიძემ. მეწარმეებთან გამართულ შეხვედრას გენადი არველაძესა და ნოდარ კერესელიძესთან ერთად გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, გუბერნატორის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)