|
2017-06-22 16:13:30, 2067 ნახვა
ეკონომიკა
„ტერაბანკის“ ფინალური გათამაშების გამარჯვებული ცნობილია
20 ივნისი მელორ ქაჯაიასთვის ახალი, აწყობილი ცხოვრების დასაწყისია. „ტერაბანკის“ სესხებისა და ანაბრების ფინალურ გათამაშებაში წამყვანმა ბილეთებით სავსე ლოტოტრონდან სწორედ მისი ბილეთი ამოიღო და გამარჯვება პირდაპირ ეთერში მიულოცა. 81 წლის მელორ ქაჯაიამ ოროთახიანი გარმეონტებული ბინა, 2016 წლის ავტომობილი Toyota RAV 4, ევროპის მიმართულებით 2 კაციანი საგზური და ყოველთვიური ხელფასი მოიგო. ის თბილისში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ჰყავს 2 შვილი და 6 შვილიშვილი. ტერაბანკის საბანკო მომსახურებით სარგებლობს და გათამაშებაში ჩართვაც კამპანიის დაწყებისთანავე გადაწყვიტა. მისთვის მოგება, ბუნებრივია, ძალიან ემოციური აღმოჩნდა: „80 წლის განმავლობაში საერთოდ არაფერი მომიგია, საერთოდ! მართალია, ქვეცნობიერად ვფიქრობდი, რომ შეიძლება გამიმართლოს თქო და ტელევიზორიც ჩართული მქონდა გათამაშება რომ დაიწყო, მაგრამ ესეთ გამართლებასაც არ ველოდი. გაგიგიათ ისეთი გათამაშება იყოს, რომ ყველა პრიზს ერთი ადამიანი იგებდეს და ეს ერთი ადამიანიც შენ აღმოჩნდე?“, - ამბობს მელორ ქაჯაია. როგორც თავად ყვება მან ტერაბანკის სესხებისა და ანაბრების გათამაშებაში ჩართვა მაშინ გადაწყვიტა, როდესაც კამპანიის შესახებ გაიგო. 22 თებევრლიდან სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების საშუალებით აქტიურად ჟღერდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტერაბანკში გრანდიოზული გათამაშება მიმდინარეობდა. აიწყე ცხოვრება ტერაბანკთან ერთად - ასე ერქვა კამპანიას, რომლის მთავარმა გამარჯვებულმაც ყველა პრიზი ერთად მოიგო: ბინა, ავტომობილი, საგზური და ხელფასიც კი, იმისთვის, რომ გამარჯვებული ამის მერე მხოლოდ საყვარელი საქმიანობით დაკავდეს და უზრუნველი ცხოვრებით იცხოვროს. გათამაშებაში ჩართვის შესაძლებლობა მსურველებს 4 თვის განმავლობაში ჰქონდათ. მონაწილეები სესხის აღების შემთხვევაში ყოველ ათას ერთეულზე - 1, ანაბრის გახნსის შემთხვევაში, კი - 2 ბილეთს იღებდნენ. ფინალურ გათამაშებამდე ყოველი თვის 20 რიცხვში 3 შუალედური გამარჯვებულიც გამოვლინდა. ფინალური გათამაშება კი, 20 ივნისს 20 საათზე გაიმართა და ტერაბანკის იღბლიანი მომხმარებლის სახელიც ყველასთვის გახდა ცნობილი.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)