|
2017-04-22 16:27:09, 2171 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: უახლეს ისტორიაში პირველად ხდება, რომ მმართველო ძალა კონსტიტუციას თავის სასარგებლოდ არ ცვლის
საქართველოს პარლამენტის და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად ხდება, რომ მმართველო ძალა კონსტიტუციას თავის სასარგებლოდ არ ცვლის. როგორც ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, კონსტიტუცია არ იქნება მმართველ გუნდზე მორგებული, „როგორც ეს აქამდე ხდებოდა“. კომისიის თავმჯდომარემ წევრებს და საზოგადოებას კონსტიტუციაში შემავალი ცვლილებები გააცნო. „პირველად დაიგეგმა რეალურად ფართო ჩართულობაზე დაფუძნებული პროცესი, რომლის საფუძველზეც ძალიან ფართო წარმომადგენლობით შემუშავდა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების ძალიან ფართომასშტაბიანი პროექტი. ჩვენ გვქონდა 2 ძირითადი ამოცანა, ეს იყო კონსტიტუციის სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან, და მეორე ძალიან მყარი, დემოკრატიული კონსტიტუციური სისტემის ჩამოყალიბება. ამ ორი მიზნის შესაბამისად მოქმედებდა თითოეული ჩვენგანი, როდესაც მუშაობდა საქართველოს კონსტიტუციის ტექსტზე. პირველად, საქართველოს უახლოეს ისტორიაში ხდება ის, რომ არა თუ საკუთარ სუბიექტურ ინტერესებს არ არგებს კონკრეტული ძალა საქართველოს კონსტიტუციას, არამედ პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მოქმედი რეგულაციები, ახალი რედაქცია კონსტიტუციის, პირდაპირ ეწინააღმდეგება მმართველი ძალის სუბიექტურ ინტერესებს. ეს არის საერთო სულისკვეთება, რომელზეც არის დაფუძნებული საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია. კონსტიტუციის ყველა თავს ფუნდამენტური ცვლილებები შეეხო. დოკუმენტი გასწორდა როგორც იურიდიული ტექნიკის, ისე კონცეპტუალურ-შინაარსობრივი თვალსაზრისით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. აღსანიშნავია, რომ დაწყებიდან რამდენიმე წუთში სხდომა დატოვა “ლეიბორისტული პარტიის” წევრმა გიორგი გუგავამ. მან მმართველ გუნდს ბოიკოტი გამოუცხადა. ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც თავმჯდომარემ დამსწრე წევრებს კენჭისყრის ტექნიკური დეტალები აუხსნა, ალტერნატიულ წინადადებებს განიხილავენ და კენჭისყრის პროცესზე გადავლენ.
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)