23:14 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-06 10:34:56, 701 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს  მომსახურების სააგენტომ ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის პროექტის პრეზენტაცია და გამოფენა მოაწყო.

შსს-ს ინფორმაციით, ღონისძიებას შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორი დათო ნიკოლეიშვილი, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე, შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სახე, ევროპის ჩემპიონი დათა ქაჯაია, სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

მათივე ცნობით, უნივერსიტეტის ეზოში მოწყობილ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საგზაო მოძრაობის ბანერები, სააგენტოს სპორტული კლუბის ავტომანქანები, წარმატებული სპორტსმენების და ეროვნულ არქივში დაცული გასული საუკუნის ფოტოები, რომლებზეც აღბეჭდილია საქართველოში გაცემული პირველი მართვის მოწმობა, სარეგისტრაციო მოწმობა და სხვა თემატური საარქივო მასალა.

შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა უნივერსიტეტის სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და საგზაო წესების დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, დათო ნიკოლეიშვილმა ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას შსს-ს საგზაო მოძრაობის კამპანიაში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics