23:14 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-04 15:58:10, 772 ნახვა

საზოგადოება
ნუცუბიძის N46-ში სტუდენტის მიერ დაპროექტებული სკვერი გაიხსნა

საბურთალოს რაიონში კიდევ ერთი ახალი სკვერი გაიხსნა - პროექტის ავტორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი გვანცა ცქიფურიშვილია.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ნუცუბიძის ქ.N46-თან არსებული სკვერი პირველია საბურთალოზე, რომელშიც შინაური ცხოველებისთვის სპეციალური, იზოლირებული სასეირნო ზონა მოეწყო.

„ორზონიან სკვერში დიფერენცირებულია საბავშვო-გასართობი და სასეირნო-სავარჯიშო სივრცეები. ადგილზე დამონტაჟდა ტრენაჟორები, დაირგო წიწვოვანი ჯიშის ნერგები, ტერიტორია შემოისაზღვრა დეკორატიული ღობით, გაკეთდა პანდუსი, დაიდგა ფანჩატურები, საპარკო სკამები, საქანელები და ქვიშის მანეჟი. სკვერი აღჭურვილია ინდივიდუალური სარწყავი სისტემითა და დეკორატიული განათებით“,-აცხადებენ მერიაში.

სკვერის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველის ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინისა და არქიტექტურის ფაკულტეტის ხელმძღვანელი პირები, კონკურსის სხვა მონაწილეები.

საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული და განაცხადა, რომ სტუდენტების მიერ სკვერის დაპროექტების ეს ფაქტი უკვე გახდა პრეცედენტი სხვა პროექტებისათვის.

არქიტექტურული კონკურსის შედეგად დაპროექტებული სკვერი კომპანია „ვლადნეფტპროდუქტმა“ მოაწყო.

პროექტის ღირებულება 217,000 ლარია.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics