20:02 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-01 16:42:03, 584 ნახვა

საზოგადოება
ბრისტოლში საქართველოს ბიზნეს შესაძლებლობებს გაეცნენ

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდ ბრიტანეთში თამარ ბერუჩაშვილი სამუშაო ვიზიტით  ბრისტოლს ეწვია, სადაც შეხვედრები გამართა ბრისტოლის ბიზნეს წრეების, საგანმანათლებლო დაწესებულებების და მთავრობის წარმომადგენლებთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში  მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომელიც ბრისტოლისა და თბილისის ბიზნეს კომპანიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და საქართველოში ინვესტიციების გაფართოების შესაძლებლობებს ეხებოდა.

მათივე ინფორმაციით, ელჩმა მრგვალი მაგიდის მონაწილეებს წარუდგინა პრეზენტაცია საქართველოს ბიზნეს პოტენციალის თაობაზე და ბოლო წლებში ქვეყნაში განხორციელებულ რეფორმებზე, საქართველოს საერთაშორისო რეიტინგებზე. 

ელჩმა ასევე ისაუბრა საქართველოში ინვესტორებისათვის არსებული ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შესახებ.

თამარ ბერუჩაშვილი ასევე შეხვდა  დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტისა და ბრისტოლის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს. 

განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა ერთობლივი პროექტების განხორციელება და გაცვლითი პროგრამების გაფართოება.

 დასავლეთ ინგლისის უნივერსიტეტმა დაინტერესება გამოთქვა სამაგისტრო პროგრამებზე ქართველი სტუდენტებისათვის შეღავათიანი პირობების შეთავაზებაზე. გარდა ამისა, განხილულ იქნა ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში გამოცდილების გაზიარების საკითხი.

თამარ ბერუჩაშვილი შეხვდა  ბრისტოლის ახლად არჩეულ მერს მარვინ რისს.

მხარეებმა განიხილეს თბილისსა და ბრისტოლს შორის თანამშრომლობის გაფართოების  შესაძლებლობები.

მარვინ რისი  საქართველოსთან  ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებით დაინტერესდა.  

საუბარი შეეხო ბრისტოლისა და თბილისის დაძმობილების 30 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების თემას.

ვიზიტის დასასრულს საქართველოს ელჩმა მონაწილეობა მიიღო ბრისტოლ-თბილისის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ  ღონისძიებაში „ქართულ სუფრა", რომელიც ყოველწლიურად იგეგმება ორი ქალაქის მეგობრობის აღსანიშნავად. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კომპანიებმა დაიწყეს საოჯახო კალათის ფარგლებში პროდუქტების იდენტიფიცირება - რითეილ ასოციაცია
გუდვილი ასევე დეილის, სპარს, კალათას, მაგნიტს, გვირილას და იოლს მაღაზიათა ქსელი შექმნიან პირველადი მოხმარების პროდუქტების კალათას, რომელზედაც მინიმალური სავაჭრო მარჟა დაწესდება
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics