20:03 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-31 17:49:01, 772 ნახვა

საზოგადოება
ქობულეთში მეციტრუსეთა ფორუმი ,,ციტრუსი ექსპორტი 2016’’ გაიმართა

ციტრუსის სეზონისათვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,  ,,ნარინჯისფერი რთველის“ ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, აჭარის  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქობულეთში ფორუმი,,ციტრუსის ექსპორტი  2016’’გაიმართა.

მათივე ინფორმაციით, ფორუმს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე,  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და  აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე ესწრებოდნენ.

როგორც აჭარის  მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, აჭარის მთავრობა  აქტიურად მუშაობს ქართული ციტრუსის ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით. ციტრუსის სეზონის წარმატებულად განხორციელებისთვის მთელი რიგი ღონისძიებები უკვე ჩატარდა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ წელს საექსორტო ქვეყნების მხრიდან ქართული ციტრუსით დაინტერესება მაღალია.

გაჩნდა ახალი საექსპორო ბაზრებიც,  რაც იმის წინაპირობაა, რომ  წლევანდელი ციტრუსის სეზონი წარმატებით ჩაივლის.

ფორუმზე მიმდინარე წელს ციტრუსის ექსპორტთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. მონაწილეებმა  ციტრუსის წარმოება-გადამუშავების, შემფუთავი საწარმოების ტარით უზრუნველყოფის და საექსპორტო ბაზრებზე  კონკურენტუნარიანი   პროდუქციის მიწოდების საკითხებზეც იმსჯელეს. 

ფორუმში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები დავით გალეგაშვილი და იური ნოზაძე, საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის, ლარსის გამშვები პუნქტის, სურსათის ეროვნული სააგენტოს,  შემოსავლების სამსახურებისა და  აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატის, უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის მიმართულებით საბორნე გადამზიდავი კომპანიების, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების  და სხვადასხვა  ქვეყნის ბიზნესწრეების  წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, ფორუმის მონაწილეებმა დაათვალიერეს ციტრუსის მიმღებ- გადამამუშავებელი საწარმოები -  შპს ,,აგროინვესტსერვისი’’, შპს ,,TCF GEORGIA’’და შპს ,,Georgian industrial Asset Management Group’’ და  საწარმოების მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კომპანიებმა დაიწყეს საოჯახო კალათის ფარგლებში პროდუქტების იდენტიფიცირება - რითეილ ასოციაცია
გუდვილი ასევე დეილის, სპარს, კალათას, მაგნიტს, გვირილას და იოლს მაღაზიათა ქსელი შექმნიან პირველადი მოხმარების პროდუქტების კალათას, რომელზედაც მინიმალური სავაჭრო მარჟა დაწესდება
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics