20:02 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-29 23:05:24, 733 ნახვა

საზოგადოება
არჩევნების მეორე ტურისთვის სასჯელაღსრულების სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში 9 საარჩევნო უბანი გაიხსნება

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 საარჩევნო უბანი გაიხსნება. გათვალისწინებულია ხმის მიცემა გადასატანი ყუთის მეშვეობითაც. ამის შესახებ "ექსპრენიუსს" უწყებიდან აცნობეს.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა შეუძლიათ ბრალდებულებსა და ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს. გარდა ამისა, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ უბნებზე, ასევე, გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმას აძლევენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ის თანამშრომლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს 24 საათიან სამუშაო ცვლაში იმყოფებიან. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმას მისცემენ  მაჟორიტარული წესით ხმის მიცემის უფლების მქონე პატიმრები და თანამშრომლები. საუბარია პირებზე, რომელთა ადგილსამყოფელი და რეგისტრაციის ადგილი ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზეა. 

საარჩევნო პროცესს პენიტენციურ დაწესებულებებში ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმართავს. ხმის მიცემის პროცესს დააკვირდებიან როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო დამკვირვებლები. 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში,  მის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის მსგავსად, მეორე ტურზეც საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას უზრუნველყოფს.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კომპანიებმა დაიწყეს საოჯახო კალათის ფარგლებში პროდუქტების იდენტიფიცირება - რითეილ ასოციაცია
გუდვილი ასევე დეილის, სპარს, კალათას, მაგნიტს, გვირილას და იოლს მაღაზიათა ქსელი შექმნიან პირველადი მოხმარების პროდუქტების კალათას, რომელზედაც მინიმალური სავაჭრო მარჟა დაწესდება
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics