|
2016-10-27 16:54:11, 599 ნახვა
საზოგადოება
ლატვიის დელეგაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გამოცდილებას გაეცნო
საქართველოში ვიზიტით იმყოფება ლატვიის რესპუბლიკის დელეგაცია, რომელშიც ამ ქვეყნის პრობაციის სამსახურის, იუსტიციის სამინისტროსა და სასამართლოს ადმინისტრაციის წარმომადგენლები შედიან. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის დელეგაციამ თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული მონიტორინგის ცენტრი დაათვალიერა, ასევე, გაიმართა შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან, გიორგი არსოშვილთან. გიორგი არსოშვილმა ლატვიელ სტუმრებს საქართველოს პრობაციის სისტემის საქმიანობის მნიშვნელოვანი ასპექტები გააცნო, ასევე, ისაუბრა ალტერნატიულ სასჯელებსა და მათი აღსრულების მეთოდიკაზე. ლატვიელმა სტუმრებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს არასაპატიმრო სასჯელებისადმი, რომელიც საქართველოს რეალობაში ბოლო პერიოდში დაინერგა. „ლატვიელ კოლეგებს გავაცანით ის ტენდენციები, რაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროშია დანერგილი პრობაციონერთა რეაბილიტაციის მიზნით. რაც მეტი ქვეყანა მიიღებს და გაიზიარებს ჩვენს პრაქტიკას, მით მეტი სტიმული გვექნება, რომ კიდევ არაერთი ახალი პროექტი დავნერგოთ”, - განაცხადა გიორგი არსოშვილმა. ლატვიის სახელმწიფო პრობაციის სამსახურის მედიაციის სამმართველოს უფროსის, დიანა ზიედინას განცხადებით, ლატვიელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს გამოცდილების გაზიარება. „ჩვენთვის საინტერესოა მედიაციის საკითხი პრობაციის სისტემაში, წინასასამართლო ანგარიშების მომზადების სპეციფიკისა და შინაპატიმრობის ელექტრონული მონიტორგინგის ცენტრის მუშაობის გაცნობა. დავინტერესდით იმ პროექტებით, რომელიც თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში განახორციელეთ. ამ დაწესებულებაში მსჯავრდებულები ლამაზ ხის ნაკეთობებს ამზადებენ და ძალიან საინტერესოდ მიმაჩნია იდეა, რომ მსჯავრდებულებს შეუძლიათ თავიანთი ნაკეთობები ონლაინ-მაღაზიის საშუალებით გაყიდონ,“-განაცხადა დიანა ზიედინამ. ლატვიელი სტუმრები, ასევე, იმყოფებოდნენ არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, სადაც გაეცნენ არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საცხოვრებელ პირობებს, მიიღეს ინფორმაცია დაწესებულებაში არსებული სხვადასხვა სასწავლო და სარეაბილიტაციო პროგრამის შესახებ. ლატვიის დელეგაციის ვიზიტი საქართველოსა და ლატვიის დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის განვითარების პროექტის ფარგლებში ხორციელდება.
(NS)
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
ბრიტანეთმა ანტისემიტური თავდასხმების გამო პროპალესტინის დემონსტრაციების აკრძალვა არ გამორიცხა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)