|
2016-10-27 13:30:01, 759 ნახვა
საზოგადოება
28 ოქტომბერს, ტექნო პარკში "სტარტაპ მეგობრულის" პრეზენტაცია გაიმართება
28 ოქტომბერს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ტექნოპარკში პროექტ "სტარტაპ მეგობრულის" პრეზენტაციას გამართავს. პროექტის მიზანია, ქვეყანაში ისეთი ბიზნესგარემო შეიქმნას, რომელიც წაახალისებს ადამიანებს დაიწყონ ბიზნესი და ბიზნესსაქმიანობას უფრო მარტივს და ხელმისაწვდომს გახდის. პროექტის ფარგლებში დამწყებ ბიზნესებს - სტარტაპებს, შესაძლებლობა მიეცემათ დაამყარონ ურთიერთობა სახელმწიფოსთან და მსხვილ კომპანიებთან, რომლებიც თავის მხრივ სტარტაპებს მხარს დაუჭერენ სერვისების მიწოდების, სამუშაო სივრცეების შექმნის, ფინანსური თუ საგანმანათლებლო რესურსების მოძიების და სხვა სახის დახმარების უზრუნველყოფით. „სტარტაპ მეგობრულში" გაერთიანდებიან სახელმწიფო სტრუქტურები, კერძო სექტორის წარმომადგენლები, მცირე და საშუალო ბიზნესები და სტარტაპები. პროექტი სოციალური პასუხისმგებლობის სახეს ატარებს და მისი მიზანია, რაც შეიძლება ბევრმა კომპანიამ გაიცნოს სტარტაპები, რათა მაქსიმალურად მეტი ორგანიზაცია ჩაერთოს მათი ხელშეწყობის პროცესში. პრეზენტაციაზე მოწვეულნი არიან როგორც დამწყები ბიზნესმენები, ისე სხვადასხვა დარგის მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები. ღონისძიებას გახსნიან საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე. (NS)
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
ბრიტანეთმა ანტისემიტური თავდასხმების გამო პროპალესტინის დემონსტრაციების აკრძალვა არ გამორიცხა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)