09:01 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-26 16:32:31, 1335 ნახვა

ეკონომიკა
გენადი არველაძემ რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

25-26 ოქტომბერს ქალაქ  ისლამაბადში (პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა) ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) მე-15 მინისტერიალი გაიმართა. აღნიშნულ მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და აღნიშნული სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან სალუქვაძემ.

უწყების ინფორმაციით, ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის მე-15 მინისტერიალის ფარგლებში საქართველო  CAREC-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა.

„2015 წლიდან საქართველო აღნიშნულ პროგრამაში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდა. CAREC-ის პროგრამის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წევრ ქვეყნებს შორის ტრანსპორტის, ვაჭრობის, საბაჟოს და ენერგეტიკის სფეროების განვითარება წარმოადგენს. განსაკუთრებული ყურადღება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, საბაჟო პროცედურების გამარტივების, სატრანსპორტო და ენერგო დერეფნების განვითარების საკითხებს ეთმობა. დღეის მდგომარეობით პროგრამაში გაწევრიანებულია შემდეგი 10 ქვეყანა: ავღანეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, პაკისტანი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი. CAREC-ის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებენ აზიის განვითარების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ისლამური განვითარების ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამა და მსოფლიო ბანკი. გაწევრიანების შემდეგ საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა ისარგებლოს მიმდინარე რეგიონალური მნიშვნელობის ტექნიკური დახმარების და საგრანტო პროექტებით და ასევე ქონდეს წვდომა ფინანსებზე რეგიონალური მნიშვნელობის პროექტების დასაფინანსებლად, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის მნიშვნელობას რეგიონში. CAREC-ის წევრობა ხელს შეუწყობს საქართველოსა და წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ინტეგრაციას და გააძლიერებს საქართველოს ჩართულობას ისეთ რეგიონალურ და საერთაშორისო პროექტებში და ინიციატივებში, როგორიცაა მაგალითად ,,ახალი აბრეშუმის გზა“,-ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მინისტერიალის ფარგლებში, ისლამაბადში საინვესტიციო ენერგეტიკული ფორუმი გაიმართა, სადაც ქართული მხარემ ასევე მიიღო მონაწილეობა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics