23:09 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-25 21:26:29, 315 ნახვა

პოლიტიკა
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა

25 აპრილს Fox News-თან საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი წარმომადგენლები, ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი, პაკისტანში ირანთან მოლაპარაკებების მიზნით აღარ გაემგზავრებიან. 

ტრამპის თქმით, არ ღირს, რომ აშშ-ს დელეგაციამ პაკისტანამდე 18-საათიანი ფრენა შეასრულოს მაშინ, როცა ირანთან კონფლიქტში ყველა კარტი ამერიკის ხელშია. 

Fox News-ის ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა დაამატა, რომ ირანს ნებისმიერ დროს შეუძლია აშშ-სთან დარეკვა. 

"ჩემს ხალხს ცოტა ხნის წინ, როცა ისინი წასასვლელად ემზადებოდნენ, ვუთხარი, რომ 'არა, იქ ჩასასვლელად 18-საათიან ფრენას არ შეასრულებთ. ყველა კარტი ჩვენ გვაქვს. მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ, დაგვირეკონ, მაგრამ თქვენ აღარ შეასრულებთ 18-საათიან ფრენებს, რათა დასხდეთ და არაფერზე ილაპარაკოთ-მეთქი'," ციტირებს ტრამპს Fox News. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics