|
2016-10-26 11:26:02, 716 ნახვა
საზოგადოება
ნარმანია: ვავალებ რაიონულ გამგეობებს, სოციალურად დაუცველები შეშით უზრუნველყონ
თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე, ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, რაიონულ გამგეობებს, „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა“ და შპს „თბილსერვის ჯგუფს“ შესაბამისი დავალებები მისცა. ნარმანიას განცხადებით, უხვი ნალექის მოსვლისთანავე, „თბილსერვის ჯგუფმა“ ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო მუშაობა, გაიწმინდა გზები და დაიყარა ტექნიკური მარილი. ასევე, კოჯორში მცხოვრები მოსახლეობა მყისიერად იქნა შეშით უზრუნველყოფილი. „შპს „თბილსერვის ჯგუფს“ ვავალებ, მოამზადოს ტექნიკა და შესაბამისი საშუალებები ზამთრის სეზონზე გზების მოვლა-პატრონობასთან და შესაბამის მომსახურებასთან დაკავშირებით, რათა გადაადგილებისას მაქსიმალურად ავიცილოთ ნალექისგან გამოწვეული შეფერხებები. ასევე, ზამთრის სეზონის მოახლოებასა და შესაბამისად, ტემპერატურის კლებასთან დაკავშირებით, ვავალებ რაიონულ გამგეობებს, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც სოციალურად დაუცველია და არ გააჩნია გათბობის შესაძლებლობა, უზრუნველყონ შეშით“, -განაცხადა თბილისის მერმა. დღესვე „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ ყველა სააღმზრდელო დაწესებულების შემოწმება დაევალა. „საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ ვავალებ, შეამოწმოს ყველა საბავშვო ბაღი და ბაღებში არსებული მდგომარეობა. ჩვენ სააღმზრდელო დაწესებულებები მოვიყვანეთ მწყობრში და ყველგან არის გათბობა უზრუნველყოფილი. თუმცა, გათბობის საშუალებების შემოწმება და კიდევ ერთხელ ზამთრის დადგომამდე შესაბამისი სამუშაოების ჩატარება აუცილებელია. ამიტომ ეს სამუშაოები უახლოეს დღეებში უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
რეჟიმის წარმომადგენელი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ფასების კომისია არ პასუხობს გამოწვევებს
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელ პანდუსზე მოძრაობა შეიზღუდება
ბრიტანეთმა ანტისემიტური თავდასხმების გამო პროპალესტინის დემონსტრაციების აკრძალვა არ გამორიცხა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)