|
2016-10-24 19:43:59, 798 ნახვა
საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტო დიპლომატებისათვის ელექტრონული აკრედიტაციის სისტემას ნერგავს
იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად დიპლომატთა ელექტრონული აკრედიტაციის პროგრამას ნერგავს. ახალი სერვისი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპოუსის წარმომადგენლებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი პატარიძემ წარუდგინეს. ღონისძიებას ესწრებოდა, აგრეთვე იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე. საქართველო ერთ-ერთი პირველია იმ ქვეყნებს შორის, სადაც დიპლომატებს აკრედიტაციის ელექტრონულად გავლა შეეძლებათ. ამისათვის სერვისების განვითარების სააგენტომ დიპლომატთა აკრედიტაციის ახალი სისტემაშეიმუშავა, მოამზადა შესაბამისიმონაცემთა ბაზები, დანერგა საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამა და შექმნა გაყალბებისაგან დაცული,ინოვაციური დიზაინის ბარათები, რომლებიც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ელექტრონულ აკრედიტაციას უზრუნველყოფს. ახალი დიპლომატიური ბარათებით შესაძლებელი იქნება არა მარტო მფლობელის ვინაობის იდენტიფიცირება, არამედ სხვადასხვა სერვისის მიღებაც, მათ შორის საგადასახადო და სავაჭრო ობიექტებში დიპლომატებისათვის გათვალისწინებული საშეღავათო სისტემით სარგებლობა. ბარათის მფლობელი ავტომატურად მიიღებს ყველა იმ შეღავათს, რასაც დიპლომატის სტატუსი ითვალისწინებს.დღემდე ამ მომსახურებებისათვის დამატებითი დოკუმენტების წარდგენა იყო საჭირო. პროგრამა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მიერ დაფინანსებული პროექტის − „საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების ეფექტური მიწოდების გზით“ − ფარგლებში შემუშავდა და დაინერგა. მისგანხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მხარდაჭერისთვის სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი პატარიძეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სპეციალური სიგელი გადასცა. უსაფრთხო დოკუმენტების ბეჭდვისა და მათი მართვის პროგრამული უზრუნველყოფის კუთხითსერვისების განვითარების სააგენტოწარმატებით თანამშრომლობს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთანაც. უწყება მეზღვაურებისათვის სრულიად ახლებურ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის,ევროკომისიის და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ აღიარებულ პასპორტებსა და სერტიფიკატებს გასცემს. (NS)
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)