|
2016-10-23 13:40:28, 754 ნახვა
საზოგადოება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მაღამთიანი მუნიციპალიტეტების პედაგოგებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე სულიკო თებიძე და "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ხვიჩა შარაშიძე. შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარე მეუღლესთან ერთად მივიდა. ზურაბ პატარაძემ პედაგოგებთან რეგიონში დაგეგმილი იმ ღონისძიებების შესახებ ისაუბრა, რომელთა განხორციელება მნიშვნელოვანწილად გააუმჯობესებს აჭარის თითოეული მკვიდრის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. ზურაბ პატარაძემ იმ წინსვლის შესახებაც ისაუბრა, რომელიც მმართველი გუნდის პირობებში პედაგოგებისათვის განხორციელდა. სწორედ მოქმედმა მთავრობამ შემოიღო სახელმძღვანელოებით მოსწავლეთა უფასოდ უზრუნველყოფა, აღადგინა სოფლად ტრანსპორტირება, სადაც ბავშვებსა და მასწავლებლებს რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა უწევდათ. ზურაბ პატარაძის თქმით, ეს პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო აჭარის მუნიციპალიტეტებისათვის, რადგან მსგავს შემთხვევებს ხშირად ჰქონდა ადგილი მაღალმთიან ხეობებში. ტრანსპორტირების უზრუნველყოფამ შედეგად მოიტანა მოსწავლეთა დასწრების 95%-მდე გაზრდა. მთავრობის თავმჯდომარემ პედაგოგებთან საუბრისას ყურადღება გაამხავილა ასევე იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც რეგიონის მთავრობა საგანმანათლებლო სფეროში ახორციელებდა. ბოლო ოთხი წლის მანძილზე აჭარაში სრული ან ნაწილობრივი რებილიტაცია ჩაუტარდა 60-ზე მეტ სკოლას, აშენდა 12 ახალი სკოლა. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და მომავალ წლებშიც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით არაერთი პროექტიგანხორციელდება. მმართველი გუნდის პირობებში გაიზარდა და მომავალშიც გაიზრდება პედაგოგების ხელფასები. მაღალმთიან აჭარაში პედაგოგები უკვე სარგებლობენ მთის კანონის შეღავათებით, რაც ხელფასზე 35%-იან დანამატს გულისხმობს. შეხვედრის ფარგლებში ზურაბ პატარაძემ დამსწრე საზოგადოებას პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ხვიჩა შარაშიძე წარუდგინა. ზურაბ პატარაძემ და მეუღლე სოფიო ბაკურიძემ პედაგოგებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. პედაგოგებთან შეხვედრამ თბილ გარემოში ჩაიარა. (NS)
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)