|
2016-10-23 11:07:01, 620 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზუგდიდის რეგიონული ლაბორატორია საერთაშორისო სტანდარტებით ფუნქციონირებს
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზუგდიდის რეგიონულ ლაბორატორიაში იმყოფებოდა და სამუშაო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდის რეგიონული ლაბორატორია სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონის 9 მუნიციპალიტეტს ემსახურება და მათ ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკისა და სურსათის კვლევების სერვისს სთავაზობს. უწყების ინფორმაციით, 2013 წლიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ინტენსიურად მუშაობს რეგიონულ დონეზე ლაბორატორიული კვლევების სპექტრის გაფართოებაზე, ახალი მეთოდების ვალიდაციასა და აკრედიტაციის სფეროში დამატებაზე. ზუგდიდის ლაბორატორიაში უკვე დაინერგა სურსათისა და წყლის როგორც მიკრობიოლოგიური, ასევე ფიზიკურ–ქიმიური კვლევები. 2016 წლის იანვარში, მააკრედიტებელმა ორგანომ - ANAB, ზუგდიდის ლაბორატორიას საერთაშორისო აკრედიტაცია მიანიჭა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბირატორიის ხელმძღვანელის, ირაკლი გულედანის განცხადებით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, ზუგდიდის ლაბორატორიაში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, წელს შეტანილი ნიმუშების რაოდენობა დაახლოებით 15 %-ით გაიზარდა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ზუგდიდის ლაბორატორიას კვლევისათვის საჭირო აპარატურა და რეაქტივები გადასცა. ლაბორატორიაში შესაძლებელი გახდა თხილის ნაყოფის როგორც მიკრობიოლოგიური, ასევე ქიმიურ მახასიათებლებზე კვლევა. დაინტერესებული პირებისათვის თხილის კვლევის ადგილობრივ დონეზე ჩატარების შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს თხილის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი ციკლის შექმნას, თხილის თვითღირებულების შემცირებას და საექსპორტო პოტენციალის ზრდას. (NS)
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)