13:56 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-23 10:22:44, 748 ნახვა

საზოგადოება
თბილისიმარათონი 2016 დაიწყო

თბილისიმარათონი 2016  დაიწყო. “ჰაიდელბერგცემენტის” მიერ ორგანიზებული სოციალური პროექტი უკვე მეხუთედ ტარდება. თბილისიმარათონის მარშრუტი ქალაქ თბილისის ისტორიულ უბნებს მოიცავს - სპეციალურად ღონისძიებისთვის გადაიკეტება ქალაქის ცენტრალური ქუჩები. გაიმართება 500 მეტრიანი გარბენი 6-11 წლამდე ბავშვებისთვის და 1,2 კილომეტრიანი გარბენი 11-15 წლამდე მოზარდებისთვის.

თბილისიმარათონი არის ყოველწლიური მაშტაბური საერთაშორისო გარბენი, რომელიც კომპანია ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით, ქალაქ თბილისის მერიის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და გერმანიის საელჩოს პატრონაჟით ტარდება.  

ღონისძიების მიზანი ერთის მხრივ საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება, მეორეს მხრივ კი სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარებაა. 2015 წელს „თბილისიმარათონის“ რეგისტრაციიდან შემოსული თანხა კომპანია ჰაიდელბერგცემენტმა გააორმაგა და 48 060 ლარი რუსთავის შშმ ბავშვთა დღის ცენტრის მშენებლობასა და კეთილმოწყობას მოხმარდა. ტრადიციისამებრ, წელსაც „თბილისიმარათონი“ საქველმოქმედო ხასიათს მიიღებს და რეგისტრაციიდან შემოსული თანხა გაორმაგებული ოდენობით საქართველოში პირველი ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობას მოხმარდება. შესაბამისად თითოეული მონაწილეც ქველმოქმედი ხდება.

“თბილისიმარათონი” 2015 წელს ოფიციალურად გაწევრიანდა მარათონებისა და გრძელ დისტანციებზე გარბენთა საერთაშორისო ასოციაციაში (AIMS) რაც ნიშნავს იმას, რომ თბილისიმარათონი პირველი საერთაშორისო სტატუსის მქონე გარბენია კავკასიაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics