09:25 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-15 18:05:48, 712 ნახვა

საზოგადოება
თბილისში 16 წლის გოგონა მე-3 სართულიდან გადავარდა

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ნინუას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულიდან 16 წლის გოგონა გადავარდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს,  გოგონა ქვედა კიდურების ტრავმით იაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

კლინიკის პრეს-სამსახურის ცნობით, პაციენტი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

„დღეს, 15:20 საათზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ კლინიკაში ფეხების, მენჯის და ხერხემლის სავარაუდო ტრამვით 16 წლის გოგონაა შემოყვანილი. უტარდება კვლევები. რამდენიმე საათში გვექნება კვლევის შედეგები. პაციენტი მე-3 სართულიდან გადმოვარდა. მოთავსებულია იაშვილის საავადმყოფოს რეანიმაციაში", - განუცხადეს "ექსპრესნიუსს" კლინიკაში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics