|
2016-10-14 14:35:18, 683 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქმა მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მიულოცა
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა მადლი მოგცეთ, ღმერთმა ინებოს, რომ კურთხევა და მშვიდობა სუფევდეს საქართველოში და ჩვენს ეკლესიაში, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში განაცხადა. პატრიაქმა სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა. „გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, სვეტიცხოვლობას, მცხეთობას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად ვართ, რა წმინდა ადგილია ეს. ეს არის ადგილი, სადაც დაკრძალული იყო ხალენი წმინდანი ილია წინასწამეტყველისა. ეს არის ის წმინდა ადგილი, სადაც იყო დაკრძალული კვართი უფლისა, სადაც მრავალი საქართველოს მეფე და დედოფალი ეკურთხებოდა, სადაც დღესაც ჩვენ დროს ეკურთხება კათალიკოს-პატრიარქი და ეპისკოპოსი. იმდენად წმინდა ადგილია სვეტიცხოველი, რომ როცა მირიან მეფემ იგრძნო მოახლოება გარდაცვალებისა, მან დატოვა ანდერძი, რომ არ დასაფლავებულიყო აქ, რადგან უღირსად თვლიდა თავის თავს და იყო დასაფლავებული იქ, სადაც სამთავროს მონასტერია. მრავალი ცრემლი და სისხლი დაღვრილა ამ წმინდა ტაძარში და ყოველი ადამიანი, რომელიც შემოდის რწმენით და სიყვარულით, გრძნობს მადლსა უფლისასა“, - აღნიშნა პატრიარქმა. ილია მეორემ განსაკუთრებულად მიულოცა დღევანდელი დღე უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, აფხაზებს და ოსებს. "დალოცვილი და გახარებული იყავით. გილოცავთ ყველას ამ უდიდეს დღესასწაულს თქვენ და მთელ საქართველოს, განსაკუთრებით ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს. ვულოცავ აფხაზებს, რომლებიც მოწყვეტილი არიან დროებით და მალე ჩვენთან ერთად ვიქნებით ღვთის წყალობით. ვულოცავ ოსებს, რუსებს და ყველას. დიდი ხარ შენ, უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენი. უფალი, რომელიც გვაძლევს ამდენს მადლსა და ამდენ კურთხევას, უფალი მოჰკითხავს ყველა ჩვენგანს, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხალხში განმტკიცდეს სარწმუნოება მართლმადიდებელი, სიყვარული და სასოება. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა მადლი მოგცეთ, ღმერთმა ინებოს, რომ კურთხევა და მშვიდობა სუფევდეს საქართველოში და ჩვენს ეკლესიაში“, - აღნიშნა პატრიარქმა.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)