|
2016-10-14 14:32:03, 806 ნახვა
პოლიტიკა
Die Welt: “ქართულმა ოცნებამ” სააკაშვილის ოცნებები დაამსხვრია
გერმანული გამოცემა Die Welt-ი საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სტატიას "ქართულმა ოცნებამ" სააკაშვილის ოცნებები დაამსხვრია" აქვეყნებს. როგორც სტატიის ავტორი იულია სმირნოვა წერს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მისი პარტიის გამარჯვების მტკიცე იმედი ჰქონდა და თბილისში ტრიუმფალური დაბრუნების გეგმებს აწყობდა, თუმცა გამარჯვება მმართველმა გუნდმა მოიპოვა. სტატიის თანახმად, არჩევნების მეორე დღეს, უკვე გასაგები იყო, რომ მმართველი პარტია “ქართული ოცნება” ლიდერობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა, რომელიც სავარაუდოდ თანამდებობაზე დარჩება, მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და გამარჯვება მიულოცა. სმირნოვას თქმით, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან პარტიის მხარდასაჭერად, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილიც მივიდა. როგორც ავტორი აღნიშნავს, სწორედ ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით და ფინანსრური დახმარებით ჩამოყალიბდა "ქართული ოცნება" და 2012 წელს ხელისუფლებაში არჩევნებში გამარჯვებით მოვიდა. სტატიაში ავტორი აღნიშნავს, რომ 2013 წელს ბიზნესმენმა მინისტრის პოსტი დატოვა, თუმცა მისი გავლენა მმართველ გუნდზე და ზოგადად მთავრობაზე უცვლელია. ავტორის თქმით, ამ კუთხით სავარაუდოდ მომავალშიც არაფერი შეიცვლება. როგორც სტატიაშია ნათქვამი, 2012 წლიდან მთავრობას ქვეყანა ისევ პროდასავლური კურსით მიჰყავდა. "2014 წელს ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, ახლა საქართველო ვიზალიბერალიზაციას ელოდება. ეკონომიკაში შექმნილი რთული მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია რუსეთსა და უკრაინაში კრიზისით, მთავრობას არჩევნებზე რამდენიმე პროცენტი დაუჯდა და დარჩება მოქმედი ხელისუფლების ყველაზე დიდ გამოწვევად", - წერია სტატიაში. Die Welt-ი წერს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ბანაკში კი, პირიქით, იმედგაცრუება სუფევდა. ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობას იკავებს, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე პარტიის გამარჯვებაში დარწმუნებული იყო. "მან განაცხადა, რომ არჩევების შემდეგ უხელფასო შვებულებას აიღებდა და საქართველოში ჩავიდოდა, იმის მიუხედავად, რომ იქ მას სამსახურეობრივი უფლებამოსილებების გადამეტების ბრალდებების გამო პატიმრობა ემუქრებოდა", - აღნიშნულია პუბლიკაციაში. ავტორი წერს, რომ შედეგად სააკაშვილის პარტიამ, თითქმის ორჯერ ნაკლები ხმა აიღო, ვიდრე მისმა ოპონენტებმა. "პარტიის მჭიდრო კავშირმა სააკაშვილის ფიგურასთან შესაძლოა, ზიანიც კი მოუტანა მას. საპრეზიდენტო ვადის ბოლოს სააკაშვილის მმართველობის სტილში ავტორიტარული ტენდენცია შეინიშნებოდა და ხალხს ეს არ დავიწყებია", - მიიჩნევს სტატიის ავტორი. ავტორის თქმით, მცირე პროდასავლურმა პარტებმა 5%-ი ბარიერი ვერ გადალახეს, ხოლო პოპულისტურმა პრორუსულმა პარტიამ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა" აუცილებელი ხუთი პროცენტი დააგროვა და პარლამენტში მოხვდა. "სააკაშვლის პარტიამ უნდა გააკეთოს დასკვნები არჩევნებში დამარცხებიდან. დღეს საქართველოში მასშტაბური პროტესტების განწყობა არ იგრძნობა. ქვეყნის მოსახლეობა ისურვებდა ოპოზიციურ პარტიას პროფესიონალი პოლიტიკოსებისგან და კონსტრუქცილი პორგრამით", - წერს ჟურნალისტი.
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ჯანდაცვა: იზრდება სოცდაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დენის სუბსიდირების თანხა
ნანა სანდერი: ციხეში ჩემი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა საფრთხეშია
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)