|
2016-10-13 19:58:57, 778 ნახვა
საზოგადოება
შსს დაკავებული აქტივისტების ცემის ფაქტს უარყოფს - უწყება განცხადებას ავრცელებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 13 ოქტომბერს, შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 6 პირის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, უწყება კატეგორიულად უარყოფს აქტივისტების ცემის ფაქტს. განცხადებაში ასევე წერია, რომ რამდენიმე პირმა პოლიციას დაკავებისას ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია. "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, საქართველოს სსკ-ს 163-ე და 353-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე, 6 პირის დაკავებასთან დაკავშირებით. კატეგორიულად უარვყოფთ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრების მხრიდან პოლიციის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც მხოლოდ სამართლდამცველთა დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. ზემოხსენებული პირების დაკავება მოხდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე. დაკავების ოპერაცია განხორციელდა კანონთან სრულ შესაბამისობაში და მიღებული საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. სამართლდამცველები მოქმედებდნენ საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. აქვე შევნიშნავთ, რომ რამდენიმე პირმა პოლიციას დაკავებისას ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია. მათ მიმართ გატარებული იქნა კანონით გათვალისწინებული ზომები. სინამდვილეს არ შეესაბამება ცალკეული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აღსანიშნავია, რომ არსებობს შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებები, ოქმებისა და ფოტომასალის სახით. გვსურს, ასევე გამოვეხმაუროთ ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ცრუ ბრალდებებსა და ინსინუაციებს ეფუძნება და სამართალდამცველების ღირსებას ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე შეურაცხყოფს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შსს მოწოდებულია, ებრძოლოს კრიმინალს და დაიცვას მოქალაქეთა უსაფრთხოება, პოლიტიკური, ეთნიკური თუ სხვა კუთვნილების მიუხედავად. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს მსგავსი დაუსაბუთებელი, ცილისმწამებური განცხადებებისგან", - ნათქვამია განცხადებაში.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)