04:38 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-12 15:30:00, 1298 ნახვა

ეკონომიკა
განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე ფოსტის ყოფილი შენობა იყიდება

  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე 1 ლარად ქალაქ თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზ. N44–შიმდებარე უძრავი ქონება გასაყიდად გამოიტანა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საინვესტიციო პირობების მიხედვით, მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს მინიმუმ 8 300 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.

მათივე ინფორმაციით, აუქციონის პირობებით, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე, სულ მცირე 30 ნომრიანი სასტუმრო  და „საქართველოს ფოსტის“ ექსპონატებისთვის განკუთვნილი საგამოფენო დარბაზი მოეწყობა, ასევე, განთავსდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლობა.

ელექტრონული აუქციონი დასრულდება 2016 წლის 31 ოქტომბერს, 17:00 საათზე.

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ აღნიშნულ ბმულს:   https://www.eauction.ge/Home/EntityView/355848

სააგენტო ყველა დაინტერესებულ პირს იწვევს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად.

(NS) 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics