|
2016-10-07 15:27:30, 701 ნახვა
საზოგადოება
კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასრულდა
კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასრულდა. კრწანისის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, აღნიშნულ გზაზე მოძრაობა დღეს გაიხსნა. მათივე ცნობით, ახალი მაგისტრალი სოლოლაკის ვიწრო ქუჩებს საცობებისგან განტვირთავს და დედაქალაქის უძველეს უბანს თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებთან დააკავშირებს. თბილისის მერი დავით ნარმანია დღეს მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან გივი კუბლაშვილთან, კრწანისის რაიონის გამგებელთან გიორგი კოპალეიშვილთან და საკრებულოს თავმდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად, დასრულებულ სამუშაოებს პირადად გაეცნო. ნარმანიას თქმით, აღნიშნული გზით, კრწანისიდან შინდისში ასვლა დროის მოკლე მონაკვეთში იქნება შესაძლებელი. „ჩვენს თანამოქალაქეებს კიდევ ერთი დაპირება შევუსრულეთ და კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი სრულიად ახალი გზა გავაკეთეთ. გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქის ისტორიული ნაწილიდან მთაწმინდისა და შინდისისკენ ასასვლელი გზა ძალიან დატვირთული იყო, მივიღეთ გადაწყვეტილება ალტერნატიული გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს დასრულდა და მოძრაობაც გაიხსნა. ეს გზა საკმაოდ ამოკლებს მანძლს და კრწანისიდან შინდისისკენ ასვლა დროის მოკლე მონაკვეთში იქნება შესაძლებელი“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. პროექტის ფარგლებში, ახალი გზის მშენებლობის გარდა, განხორციელდა ბუნებრივი აირის მილების გადატანა, გზის კონტურის ფორმირების სამუშაოები, კიუვეტებისა და გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა. თბილისის მერიის ბიუჯეტიდან კრწანისი-შინდისის გზის მშენებლობისთვის 4 993 986,60 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები შპს „ჯეუ გრუპ“-მა შეასრულა. (NS)
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)