|
2016-10-04 16:25:58, 1095 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის პრეზენტაციას დაესწრო
680 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება 8 მასშტაბური პროექტისთვის, რომლებიც თბილისში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში განხორციელდება, - ამის შესახებ “საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის” პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ტურიზმის განვითარების ფონდი საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტებისთვის შეიქმნა. ფონდის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ მინისტრთან ერთად პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ესწრებოდა. „ტურიზმი არის ჩვენი ეკონომიკის ძალიან ტრადიციული, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი და ძალიან სასიხარულოა, როდესაც თანაინვესტირების ფონდი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტორი ჩვენს ქვეყანაში, იღებს გადაწყვეტილებას ჩამოაყალიბოს ტურიზმის განვითარების ფონდი, სადაც უკვე დღეს დაწყებული პროექტების მოცულობა არის 680 მილიონი დოლარი. ეს პროექტები მომავალში შექმნის 2500 მუდმივ სამუშაო ადგილს და მშენებლობის პროცესში 20 ათას სამუშაო ადგილს“, - განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ქუმსიშვილმა. პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებები ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით და სასტუმროების მართვის კომპანიის ჩამოყალიბების მიმართულებით. „დღეს თანაინვესტირების ფონდმა და ტურიზმის განვითარების ფონდმა შექმნეს სასტუმროების მართვის კომპანია, რომელიც უკვე ლიცენზირებულია „მარიოტების ქსელის“ მხრიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ კომპანიას აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, დამატებით გაუწიოს კონსულტაციები იმ კომპანიებს, რომლებსაც უნდათ შესვლა სასტუმრო ბიზნესში, რომლებსაც უნდათ ხარისხის ინფრასტრუქტურაზე კონსულტაცია და მთლიანად ამ მიმართულების განვითარება“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. საქართველოს თანაინვესტრირების ფონდის ინფორმაციით, დასახელებული 8 პროექტიდან სამ კომპლექსში უკვე შემოსულია “მარიოტის” საერთაშორისო ქსელის უმაღლესი კატეგორიის ბრენდი Autograph Collection. ეს პროექტებია სასტუმრო თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო სოლოლაკსა და სასტუმრო შეკვეთილში. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, შენდება უმაღლესი კლასის, არქიტექტურულად უპრეცენდენტო სამსაფეხუროვანი კომპლექსი, რომელიც მოიცავს მრავალფუნქციურ კომპლექსებს თავისუფლების მოედანთან, სოლოლაკის ქედზე და თაბორის მთაზე. პროექტებს შორის არის ასევე განმუხურში 190 ნომრიან სასტუმრო და 100 ჰექტარზე მეტი ფართის მქონე ბოტანიკური ბაღი, რომლის პრეზენტაციაც განმუხურში რამდენიემ დღის წინ შედგა. როგორც ტურიზმის განვითარების ფონდის პრეზენტაციაზე აღინიშნა, ფონდის დაარსების მიზანია ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარების ხელშეწყობა და კონკრეტული პროგრამების განხორციელება ტურიზმში ჩართული კომპანიების მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რისთვისაც დაგეგმილია რეგიონალური ტრენინგ-ცენტრების შექმნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ტურიზმის სფეროში ჩართული ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადება. ფონდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისიაა ტურისტული მიზიდულობის ახალი ცენტრების შექმნა და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა ეკონომიკურად ნაკლებად აქტიურ რეგიონებში. მათი ინფორმაციით, ამის კარგი მაგალითია ფონდის პროექტები განმუხურსა და შეკვეთილში.
(NS)
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)