23:22 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-30 21:41:05, 750 ნახვა

საზოგადოება
ილია ll - საქართველოში, ისე, როგორც მთელ მსოფლიოში, არის სმენისა და სიყვარულის დეფიციტი

საქართველოში, ისე, როგორც მთელ მსოფლიოში, არის სმენისა და სიყვარულის დეფიციტი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, რომის პაპ ფრანცისკესთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ცხინვალი და აფხაზეთის რეგიონი არის ძირძველი ქართული მიწა და ქართველებსა და აფხაზებს შორის კონფლიქტი არის ხელოვნურად შექმნილი.

”დღეს საქართველო არის ახალი პრობლემების წინაშე - თითქმის 500 ათასი ადამიანი არის ლტოლვილი საკუთარ ქვეყანაში. ოკუპირებულია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ცხინვალი და აფხაზეთის რეგიონი არის ძირძველი ქართული მიწა და მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი. არასდროს ყოფილა კონფლიქტი ქართველებსა და აფხაზებს შორის. ეს არის ხელოვნურად შექმნილი კონფლიქტი, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ეს პრობლემები დაძლეული იქნება, მთავარია დავძლიოთ სულიერი პრობლემები. ქვეყანაში, ისე, როგორც მთელ მსოფლიოში, არის სმენისა და სიყვარულის დეფიციტი”, - განაცხადა პატრიარქმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics