|
2016-09-30 17:17:52, 642 ნახვა
საზოგადოება
თელავში ღვინის ფესტივალი - „თელავინო 2016“ გაიმართა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში, ქალაქ თელავში გამართულ ტრადიციულ ღვინის ფესტივალს „თელავინო 2016“-ს დაესწრო. ლევან დავითაშვილმა ფესტივალის სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ,,თელავინო“ ყოველწლიურად უფრო მასშტაბურ სახეს იღებს და მეტ მონაწილესა თუ სტუმარს იზიდავს. ,,კახეთი ქართული მეღვინეობის უძველესი და ტრადიციული რეგიონია. მისასალმებელი იქნება თუ მომავალში ფესტივალი არა მხოლოდ თელავში, არამედ კახეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართება. მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას. ყოველწლიურად ,,თელავინოს“ უფრო და უფრო მეტი ტურისტი სტუმრობს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ფესტივალი პოპულარობას იძენს და მნიშვნელოვანი ადგილს იკავებს ტურისტულ კალენდარში. სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტურად გააგრძელებს მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერას, რათა ქართული ღვინის ცნობადობა კიდევ უფრო გაიზარდოს“ , - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. „თელავინო“ კახეთის მეღვინეთა გილდიის ორგანიზებით და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით უკვე მესამე წელია იმართება. ფესტივალის მიზანი ქართული მევენახეობა-მეღვინეობის კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციაა. წლევანდელ ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს როგორც ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა, ასევე მცირე, ოჯახურმა მარნებმა. „თელავინო 2016“-ის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და ექსკლუზიურად დაბალ ფასში შეეძინათ სხვადასხვა სახეობის ღვინო, ჭაჭა და სხვა ალკოჰოლური თუ უალკოჰოლო სასმელები. ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ტრადიციული რეწვის ნიმუშებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. მოეწყო რთველის ტრადიციებთან, ასევე მეღვინეობასთან დაკავშირებული ფოტოგამოფენა და ეთნოგრაფიული ექსპოზიციები. ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა ფესტივალის სტუმრებს საკუთარი შემოქმედება გააცნეს და განსაკუთრებული საზეიმო განწყობა შექმნეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქართული ღვინის კვირეული 22 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით აღინიშნება. ღონისძიების პარტნიორები არიან ასოციაცია ქართული ღვინო, საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, კახეთის მეღვინეთა გილდია, ღვინის კლუბი და ღვინის ტურიზმის ასოციაცია. (NS)
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)