00:33 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-30 10:41:39, 1294 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი "სითი მოლი გლდანის"გახსნის ღონისძიებას დაესწრო

1200 ადამიანი დასაქმდება გლდანის ახალ სავაჭრო ცენტრში, რომლის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაშიც, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მიიღო  მონაწილეობა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

უწყების  ინფორმაციით, მასშტაბური სავაჭრო ცენტრი - "სითი მოლი გლდანი"უახლესი ევროპული სტანდარტების მიხედვით არის აშენებული, სრულად უზრუნველყოფილია პარკინგით და უახლესი თანამედროვე ტექნოლოგიებით.

„1200 ახალი სამუშაო ადგილი- ეს არის ის მინიმალური დასაქმება, რომელიც დღეს გლდანში, ახალ სავაჭრო ცენტრში შეიქმნა. მე ძალიან მოხარული ვარ ამ ამბით. 40 000 კვ. მ. ფართობის შენობის ნახევარზე მეტი სავაჭრო სივრცეა და პრაქტიკულად, სრულად დატვირთულია. ეს არის კიდევ ერთი საჩუქარი ქალაქისთვის, 45 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია არის განხორციელებული ამ ობიექტში, შექმნილია ყველა სერვისი, მათ შორის 750 მანქანაზე გათვლილი პარკინგი. აქ არის მაკდოლადსი, აქ არის კარფური, აქ არის ყველა ის ბრენდი, რომელიც არის ძირითად მოლებში და მე მიხარია, რომ დღეს გლდანელებს, მუხიანელებს აქვთ შესაძლებლობა, სახლთან ახლოს, შორს გაუსვლელად მიიღონ შესაბამისი სერვისები“ - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics