|
2016-09-29 18:34:31, 649 ნახვა
საზოგადოება
ღვინის კვირეულის ფარგლებში მარნეულში საზეიმო ღონისძიება გაიმართა
ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში, ქალაქ მარნეულში, როგორც ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის არქეოლოგიურ ცენტრში, ღვინის ფესტივალი გაიმართა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათივე ცნობით, ღვინის ფესტივალი სოფლის მეურნეობის მინისტრმა გახსნა. როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, მისასალმებელია, რომ წელს ღვინის დღე მარნეულში პირველად აღინიშნება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვემო ქართლის რეგიონს ღვინის ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და მისი ათვისება მაქსიმალურად უნდა მოხდეს. ღვინის ფესტივალის ფარგლებში, სტუმრებს ქართული ღვინის მწარმოებელი მსხვილი კომპანიებისა და მცირე, ოჯახური მარნების მიერ წარმოებული პროდუქციის დაეგემოვნებისა და შეძენის საშუალება ჰქონდათ. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქცია - ღვინო, ხილი, ბოსტნეული, ნუგბარი, ჩაი, თაფლი და ა.შ ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ არქეოლოგიური გათხრების შედეგად მარნეულის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ექსპონატების პრეზენტაცია, არქეოლოგიური მასალის ფოტოგამოფენა და სპორტული შეჯიბრებები. საზეიმოდ მოხდა საწნახელში ყურძნის დაწურვა, თათარის მოდუღება და ჩურჩხელების ამოვლება. ღონისძიება ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ასოციაცია ქართული ღვინის ორგანიზებით ჩატარდა. ცნობისთვის, საქართველოს ღვინის კულტურასთან რვაათასწლიანი უწყვეტი ისტორია აკავშირებს, რასაც მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენა და ისტორიული ფაქტი ადასტურებს. არქეოლოგებმა თბილისის სამხრეთით, ქვემო ქართლში, მარნეულის ველზე, დანგრეული გორას ნასახლარში ძვ. წ. მე-6 ათასწლეულის ვაზის რამდენიმე წიპწა აღმოაჩინეს და მორფოლოგიური და ამპელოგრაფიული ნიშნების მიხედვით, ვაზის კულტურულ სახეობას - "Vitis Vinifera Sativa”-ს მიაკუთვნეს. კულტურული ვაზისა და ღვინის უძველესი კვალი აღმოჩენილია დანგრეული გორის მეზობლად მდებარე ნეოლითური ხანის სხვა ნამოსახლარებშიც (შულავერის გორა, გადაჭრილი გორა, ხრამის დიდი გორა, არუხლოს გორა, ხიზანაანთ გორა და სხვა). ვაზის წიპწების გარდა, ნაპოვნია კულტურული ხორბლისა და პარკოსნების ნაშთები, სამეურნეო იარაღები და თიხის ჭურჭელი, რითაც მტკიცდება, რომ ძვ. წ. VI-V ათასწლეულში, ნეოლითის ხანაში, აქ დასახლებული ადამიანი უკვე განვითარებულ სამეურნეო საქმიანობას, მათ შორის – მევენახეობასა და მემარცვლეობას ეწეოდა. (NS)
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)