|
2016-09-28 14:40:14, 605 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სახლში დღეიდან ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სერვისების გაცემა დაიწყება
იუსტიციის სახლის 400-ზე მეტ სერვისთან ერთად, ამიერიდან მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი იქნება შემოსავლების სამსახურის ცნობა საბანკო ანგარიშების თაობაზე და ცნობა საგადასახადო დავალიანების თაობაზე. უკვე დღეიდან, სერვისი, იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში იქნება ხელმისაწვდომი. ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა და ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის თავმჯდომარემ გიორგი თაბუაშვილმა მოაწერეს. სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, თანამშრომლობის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი სხვა სერვისების დანერგვის თაობაზე, რაც საშუალებას იძლევა, რომ დროის გარკვეულ პერიოდში შემოსავლების სამსხურის სერვისები იუსტიციის სახლებში გაცილებით ფართო სპექტრით იყოს წარმოდგენილი. „სერვისების იუსტიციის სახლში გადატანა მნიშვნელოვნად აადვილებს ხელმისაწვდომობას შემოსავლების სამსახურის მომსახურებაზე. საქართველოს იმ რეგიონების მაცხოვრებლებს, სადაც იუსტიციის სახლის ფილიალები ფუნქციონირებს, ცნობების - საბანკო ანგარიშებისა და საგადასახადო დავალიანების თაობაზე მიღება, რეგიონიდან და ქალაქიდან გაუსვლელად შეეძლებათ, რაც დროსა და ფინანსების დაზოგვის და მომსახურების უფრო კომფორტულად და სწრაფად მიღების საშუალებას მისცემთ. მომსახურება იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც შემოსავლების სამსახურში გადასახადის გადამხდელად არიან რეგისტრირებული. სერვისებზე განაცხადების მიღებას და მომზადებული ცნობების მომხმარებლებისთვის მიწოდებას იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში (გარდა მესტიის იუსტიციის სახლისა) სწრაფი მომსახურების სივრცის ოპერატორები განახორციელებენ. აღნიშნული სერვისები ათ სამუშაო დღეში უფასოდ გაიცემა, ხოლო ცნობების დაჩქარებული წესით მიღების მსურველებს საშუალება ექნებათ სერვისი სამ სამუშაო დღეში ათი ლარის, ხოლო განაცხადის წარდგენიდან ერთ სამუშაო დღეში 20 ლარის გადახდის სანაცვლოდ მიიღონ. აღსანიშნავია ის, რომ პარტნიორ უწყებებს შორის ინტენსიური თანამშრომლობის საფუძველზე, იუსტიციის სახლებში მოკლე ხანში შემოსავლების სამსახურის კიდევ რამდენიმე სერვისი დაინერგება. ამასთან, სამომავლოდ ასევე იგეგმება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სერვის ცენტრებში იუსტიციის სამინისტროს ზოგიერთი სერვისის შეთავაზება“, - აცხადებენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)