|
2016-09-28 14:25:37, 1365 ნახვა
საზოგადოება
საქსტატი 2016 წლის ყველაზე ღია საჯარო დაწესებულებებს შორის მოხვდა
ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტმა დღეს საქართველოში ყველაზე ღია საჯარო დაწესებულების დაჯილდოების ცერემონია გამართა. IDFI-ის სიგელი ყველა იმ უწყებას გადაეცა, რომელმაც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენა. სულ 55 საჯარო დაწესებულება დაჯილდოვდა, მათ შორის-საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელის მერი დაუშვილის განცხადებით, გამჭვირვალე რეჟიმში მუშაობისთვის მუდმივად მზად არიან: "ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ეს ჯილდო მივიღეთ. უკვე სამი წელია, ვიღებთ ამ ჯილდოს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ორგანიზაცია მაქსიმალურად გახსნილი იყოს, საჯარო იყოს და ინფორმაცია ყოველთვის დროულად მივაწოდოთ დაინტერესებულ პირებს. ჩვენ არა მხოლოდ IDFI-სთან, ყველა მომხმარებელთან ვცდილობთ, ამ ურთიერთობის ფორმა ჩამოვაყალიბოთ. IDFI უშუალოდ სტატისტიკურ პროდუქტებს არ ითხოვს. ის ითხოვს ჩვენი სამსახურის მუშაობის შესახებ ინფორმაციას-რამდენია დასაქმებული, რამდენია გაცემული ანაზღაურება, საპრემიო თანხა; ძირითადად, ადმინისტრაციული ხასიათის ინფორმაციას ითხოვს",-აღნიშნა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა მერი დაუშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)