|
2016-09-27 21:41:51, 1174 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი გზაგამტარი აშენდება
თბილისში ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი გზაგამტარი აშენდება. გზაგამტარის პროექტის პრეზენტაცია ფონიჭალის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერი, დავით ნარმანია ესწრებოდა. პროექტი, რომელიც კრწანისის გამგეობის დაფინანსებით მომზადდა, ამ ორი უბნის დამაკავშირებელ 5 კილომეტრიან გზას 500 მეტრამდე შეამცირებს. გამგეობის ცნობით, მოეწყობა საავტომობილო და საფეხმავლო გასასვლელი. „მშენებლობისთვის შერჩეულია ოპტიმალური ადგილმდებარეობა - გზაგამტარი უკვე არსებულ გზებს ერთმანეთთან დააკავშირებს, ხოლო ღოღობერიძის ქუჩის სანიაღვრე ქსელი ქვემო ფონიჭალაში მდებარე ცენტრალურ კოლექტორს მიუერთდება“, - აცხადებენ კრწანისის გამგეობაში, მათივე ცნობით, პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 2 მილიონი ლარია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)