|
2016-09-27 10:24:18, 680 ნახვა
საზოგადოება
გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა დევნილი ოჯახებისთვის გადაცემული ბინები დაათვალიერა
საქართველომ იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების კუთხით პროგრესს მიაღწია, - ამის შესახებ დევნილთა საკითხებში გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ჩალოკა ბეიანიმ განაცხადა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა, დევნილთა და განსახლების მინისტრთან სოზარ სუბართან ერთად, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დევნილი ოჯახებისთვის ახალაშენებულ კორპუსებში გადაცემული ბინები დაათვალიერა, დევნილებს გაესაუბრა და მათ საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო. ჩალოკა ბეიანის განცხადებით, მისი წინა ვიზიტისას გაცემული ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფას უკავშირდებოდა და მოხარულია, რომ ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და დევნილები ახალ სახლებში ბედნიერები არიან. დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, 2014 წელს, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოსთვის მომზადებული ჩალოკა ბეიანის ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი შესრულებულია. „ეს არის გაეროს სპეციალური მომხსენებლის მეორე ვიზიტი საქართველოში. წინა ვიზიტის დროს მან მოგვცა ფასეული რეკომენდაციები. დღეს, ჩვენ ვანახეთ ის პროგრესი, რომელსაც მივაღწიეთ და ასევე ის პრობლემები, რომლებიც ჯერ კიდევ გვაქვს. რეკომენდაციებს რაც შეეხება, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ძირითად ნაწილში რეკომენდაციები შესრულებულად შეიძლება ჩაითვალოს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. დევნილთათვის გადაცემული ბინების მონახულებამდე, გაეროს სპეციალური მომხსენებელი დევნილთა და განსახლების სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრო, სადაც დევნილთა გრძელვადიანი განსახლების, საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩალოკა ბეიანი ზუგდიდსაც ეწვევა, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირთა ახალ ჩასახლებას. (NS)
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)