19:27 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 18:02:15, 803 ნახვა

საზოგადოება
ტექნოპარკის ფაბლაბში ვორქშოპი ჩატარდება

27 სექტემბრიდან 1-ლი ოქტომბრის ჩათვლით, ყოველ დღე, 11:00-დან 19:00 საათამდე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით,  ტექნოპარკის ფაბლაბში (ინოვაციების ქუჩა #7, თბილისი, ოქროყანა) ვორქშოპს ჩაატარებს პოლონელი დიზაინერი კატარჟინა ჰერმან იანიეკი, რომელიც  5 დღის განმავლობაში მონაწილეებს ასწავლის ძველი გაზეთების გამოყენებით სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და სახელოვნებო ავეჯისა და აქსესუარების შექმნას, ასევე  ფაბლაბის მაღალტექნოლოგიური დაზგა-დანადგარების საშუალებით, გაუზიარებს მათ ცოდნას, თუ როგორ მიანიჭონ ახალი დანიშნულება „უსარგებლო ნივთებს."

ვორქშოპის მონაწილეები იქნებიან  ადგილობრივი რეწვის მასწავლებლები და პროფესიონალები, სოციალურად ჩართული დაწესებულებების წარმომადგენლები (რეწვის კუთხით)  და იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდები.

ვორქშოფზე დასწრება მედიის წარმომადგენლებისთვის ღიაა.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics