|
2016-09-26 17:26:00, 586 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრმა დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა 3 მუნიციპალიტეტში დანერგა
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის დანერგვა 3 მუნიციპალიტეტში დაასრულა. სისტემა რეალურ რეჟიმში უკვე დუშეთის, მცხეთისა და თიანეთის საკრებულოებსა და გამგეობებში ფუნქციონირებს. აღსანიშნავია, რომ თითოულ მუნიციპალიტეტში სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით ეტაპობრივად თანამშრომელთა ტესტირება და ტრენინგიც ჩატარდა. დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ელექტრონული მმართველობის დანერგვისა და განხორციელების პროცესში უდიდეს როლს შეასრულებს. მისი დახმარებით გამგეობებს და საკრებულოებს თანამშორმლებთან, მოქალაქეებთან თუ სხვა უწყებებსა და ორგანიზაციებთან კომუნიკაცია მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ. სისტემა მუნიციპალიტეტებს ფუნქციების ეფექტურად შესრულებაში დაეხმარება, მათი საქმის წარმოების პროცესს კი სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს. კერძოდ, ქაღალდის დოკუმენტები მთლიანად ელექტრონულით ჩანაცვლდება, იფუნქციონირებს მონაცემთა ერთიანი ბაზა, შემცირდება მოქალაქეთა მომსახურების დრო, სერვისების მიწოდების პროცესი კი სრულყოფილი და ეფექტური გახდება, ამოქმედდება დოკუმენტების ელექტრონული არქივი, მოქალაქეთა განაცხადების შესრულებისა და კონტროლის მექანიზმები. ამას გარდა, პროგრამის ელექტრონული ბაზის დახმარებით, გამგეობებს შორის დოკუმენტების მიმოცვლა სრულად ავტომატიზებული გახდება, რაც შეამცირებს მათ ფინანსურ და დროით ხარჯებს, საქმიანობას კი კიდევ უფრო ეფექტურს გახდის. დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა სერვისების მიღების პროცესს მნიშვნელოვნად გაამარტივებს მოქალაქეებისთვისაც. პროგრამის დახმარებით მათ საშუალება მიეცემათ, ინფორმაცია უწყებაში დაცული მონაცემების შესახებ ელექტრონული განაცხადით, ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე, ინტერნეტით მოითხოვონ და პასუხიც ასევე ელექტრონულად მიიღონ, პროგრამაში მოიძიონ მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტი და ამ დოკუმენტთან დაკავშირებით უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილება. სულ დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა ქვეყნის 8 რეგიონულ მუნიციპალიტეტში, დედაქალაქის მერიასა და თბილისის 10 გამგეობაშია დანერგილი. ამჟამად მუშაობა სისტემის ყაზბეგის მუნიციპალიტეტსა და მცხეთა - მთიანეთის გუბერნიაში დანერგვასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში კი პროგრამა უკვე სატესტო რეჟიმში მუშაობს. დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის დანერგვა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის ,,ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში" ფარგლებში ხორციელდება. (NS)
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)